ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარების და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის სახელმწიფო მინისტრ ტან კიან ჰოუს შეხვდა, სადაც მხარეებმა ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ეკონომიკის განვითარებისა და ქართული სტარტაპების სინგაპურის ბაზართან დაკავშირების საკითხები განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, სინგაპურის ციფრული განვითარების და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ტან კიან ჰოუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხელოვნური ინტელექტის (AI), ტექნოლოგიების, ინოვაციური ეკოსისტემის და ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციებზე ორიენტირებული ციფრული ეკონომიკის განვითარების პოლიტიკასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო მექანიზმებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაზე.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სტარტაპ-ეკოსისტემის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. კერძოდ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი სტარტაპების სინგაპურის ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან და საერთაშორისო ბიზნეს-ქსელებთან დაკავშირების შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი სინგაპურში აზიის ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH - ის (სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეული) ფარგლებში იმართება. კვირეულში საქართველო ქვეყნის პავილიონით "StartUP in Georgia" პირველად იქნება წარმოდგენილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიასინგაპურულ კომპანიებთან ძალიან დიდი თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს, როგორც ინვესტიციების, ასევე ტექნოლოგიების გაცვლის მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…