ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სინგაპურულ კომპანიებთან ძალიან დიდი თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს, როგორც ინვესტიციების, ასევე ტექნოლოგიების გაცვლის მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სინგაპურთან ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გაცვლის დიდი პოტენციალია, საქართველო კი რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ყალიბდება.

სინგაპურულ კომპანიებთან ძალიან დიდი თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს, როგორც ინვესტიციების, ასევე ტექნოლოგიების გაცვლის მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი
სინგაპურულ კომპანიებთან ძალიან დიდი თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს, როგორც ინვესტიციების, ასევე ტექნოლოგიების გაცვლის მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილირუსთავი 2

სინგაპურულ კომპანიებთან ძალიან დიდი თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს, როგორც ინვესტიციების, ასევე ტექნოლოგიების გაცვლის მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, სადაც ის აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ ფორუმში SWITCH (სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეული) მონაწილეობს.

სინგაპურში ვიზიტისას გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე ირაკლი ნადარეიშვილმა მხარეებს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე რეფორმები დეტალურად გააცნო.

"სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეულში მონაწილეობის ფარგლებში გავმართეთ ორმხრივი შეხვედრები ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის მინისტრთან, ასევე სააგენტოსთან "აწარმოე სინგაპურში", სადაც მიმოვიხილეთ როგორც მიმდინარე, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან საინტერესო პერსპექტივები. გავაცანით მხარეებს ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვის მიმართულებით საქართველოში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ინოვაციური ეკოსისტემების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.

"ის რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სადაც საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც პოლიტიკის ნაწილში, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის ნაწილში, იმისათვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს - და ამ პროცესს ჩვენ ვაკვირდებით უკვე - რეგიონულ ჰაბად ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით, ტექნოლოგიური კომპანიების მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა სინგაპურულ კომპანიებთან თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე, როგორც ინვესტიციების, ასევე ტექნოლოგიების გაცვლის მიმართულებით.

"ცენტრალური დერეფნის განვითარების კვალდაკვალ ის მომსახურებები, ის სერვისები, ციფრული მიდგომები, ციფრული განვითარება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, სადაც ჩვენ ძალიან დიდ ასპარეზს ვხედავთ სინგაპურულ მხარესთან თანამშრომლობის", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარების და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეულში მონაწილეობის ფარგლებში გავმართეთ ორმხრივი შეხვედრები ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის მინისტრთან, ასევე სააგენტოსთან "აწარმოე სინგაპურში", სადაც მიმოვიხილეთ როგორც მიმდინარე, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან საინტერესო პერსპექტივები. გავაცანით მხარეებს ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვის მიმართულებით საქართველოში“
„ის რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სადაც საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც პოლიტიკის ნაწილში, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის ნაწილში, იმისათვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს - და ამ პროცესს ჩვენ ვაკვირდებით უკვე - რეგიონულ ჰაბად ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით, ტექნოლოგიური კომპანიების მიმართულებით“
ირაკლი ნადარეიშვილი
„ცენტრალური დერეფნის განვითარების კვალდაკვალ ის მომსახურებები, ის სერვისები, ციფრული მიდგომები, ციფრული განვითარება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, სადაც ჩვენ ძალიან დიდ ასპარეზს ვხედავთ სინგაპურულ მხარესთან თანამშრომლობის“
ირაკლი ნადარეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარების და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები