SWITCH 2026 არის უდიდესი საერთაშორისო პლატფორმა და ნიშანდობლივია, რომ ქართული ეკოსისტემისთვის ეს არის პირველი ნაბიჯები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი
საქართველო პირველად მონაწილეობს სინგაპურის ტექნოლოგიურ ფორუმში SWITCH, რაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სწრაფად განვითარებად ბაზარზე გასვლის პირველი ნაბიჯია.

"ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ამ თვალსაზრისით ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება, გაძლიერება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს", - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში ვიზიტისას გააკეთა, სადაც ის აზიის უმსხვილეს ტექნოლოგიურ ფორუმში SWITCH 2026 (სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული) მონაწილეობს.
მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ინიციატივა ქართული ეკოსისტემისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
"წელს პირველად საქართველო სინგაპურის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კვირეულში მონაწილეობს. ეს არის უდიდესი საერთაშორისო პლატფორმა და ნიშანდობლივია, რომ ქართული ეკოსისტემისთვის ეს არის პირველი ნაბიჯები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, სადაც არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური ბაზარი, ძალიან საინტერესო ვენჩურული კაპიტალის მიმართულება. ეს არის დიდი შესაძლებლობა ჩვენი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის შემდგომი დიდი გლობალური ნაბიჯების გადასადგმელად", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ამ თვალსაზრისით ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება, გაძლიერება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს“
„წელს პირველად საქართველო სინგაპურის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კვირეულში მონაწილეობს. ეს არის უდიდესი საერთაშორისო პლატფორმა და ნიშანდობლივია, რომ ქართული ეკოსისტემისთვის ეს არის პირველი ნაბიჯები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, სადაც არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური ბაზარი, ძალიან საინტერესო ვენჩურული კაპიტალის მიმართულება. ეს არის დიდი შესაძლებლობა ჩვენი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის შემდგომი დიდი გლობალური ნაბიჯების გადასადგმელად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…