,, თითქოს დანაშაული არ უნდა ისჯებოდეს და ბუნებრივი წესით დაბადებული ბავშვებით ვაჭრობა ისტორიულად ან საბჭოთა დროს გაუგონარი ამბავი ყოფილიყოს?!” – ვახგანგ მეგრელიშვილი
„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი სუროგაციის აკრძალვის მომხრეთა არგუმენტებს აკრიტიკებს და კითხულობს, რა პრობლემას ხედავს საპატრიარქო, როცა ქალის ნაცვლად ბავშვს მისი და ან მული ატარებს.

გირჩის წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი:
,,სუროგაციით ბავშვის გაჩენის აკრძალვის მომხრეებისგან ბევრი უცნაური არგუმენტი მოვისმინე, მაგალითად:
1. სუროგაციით დაბადებულ ჩვილებს ჩინელ გეები გაზრდიან;
2. ჩვილები ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის სჭირდებათ;
3. სუროგატის “უფლებები” ირღვევა და ა.შ.
თითქოს დანაშაული არ უნდა ისჯებოდეს და ბუნებრივი წესით დაბადებული ბავშვებით ვაჭრობა ისტორიულად ან საბჭოთა დროს გაუგონარი ამბავი ყოფილიყოს?!
რეალურად მაინტერესებს თუ ქალს ორსულობა ანატომიური პრობლემის გამო არ შეუძლია, ხოლო მისი და ან მული მზად არის დისშვილი/ძმისშვილი მუცლით ცხრა თვე ატაროს, ამ შემთხვევაში რა პრობლემას ხედავს საპატრიარქო და ქრისტიანი მრევლი?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…