ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო

სანდრო მამუკელაშვილმა "პორტლენდთან" მატჩში 17 ქულა დააგროვა, თუმცა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" 129:136 დამარცხდა. შეხვედრაში ლუკა დონჩიჩმა 41 ქულა მიითვალა, ხოლო გამარჯვება დემიენ ლილარდის შედეგიანი თამაშის წყალობით "პორტლენდმა" მოიპოვა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" შინ "პორტლენდთან" 129:136 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც 37 წუთში 41 ქულა, 9 შედეგიანი პასი და 5 მოხსნა მიითვალა.

მიუხედავად იმისა, რომ "ლეიკერსი" თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა, "პორტლენდის" ვეტერანმა კალათბურთელმა დემიენ ლილარდმა თავის საუკეთესო წლები გაიხსენა და მეოთხე მეოთხედში ჯეი ჯეი რედიკის გუნდს გამარჯვების შანსი არ დაუტოვა.

გამოცდილმა უკანახაზელმა 31 წუთში 21 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.

ამრიგად, "ანგელოზების" ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 3 გამარჯვება და 1 მარცხია. "ლეიკერსი" მორიგ შეხვედრას ხვალ, 29 ოქტომბერს, "კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები