პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა

NBA-ს რეგულარულ სეზონში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "კლიპერსი" 125:117 დაამარცხა. სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრაში 30 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "კალიფორნიულ დერბიში" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" მიმდინარე სეზონში მეორედ დაამარცხა - 125:117.

სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

"ლეიკერსს" ლუკა დონჩიჩი ვერ დაეხმარა, მის არ ყოფნაში კი ლიდერობა ქუენტინ გრაიმსმა ითავა, რომელმაც 38 წუთში 23 ქულა, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა.

ჯეი ჯეი რედიკის გუნდს 4 მოგება, 1 წაგება აქვს და დასავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. "ლეიკერსი" მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს სტუმრად, "გოლდენ სტეიტთან" გამართავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. სპორტალინეიტრალური[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 51 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები