პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო

სანდრო მამუკელაშვილმა ყოფილი გუნდის, „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ 26 წუთში 23 ქულა დააგროვა, თუმცა „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ მატჩი 123:112 მოიგო. ეს „ლეიკერსისთვის“ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებაა, რითაც გუნდი დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობას ინარჩუნებს.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" სტუმრად "მილუოკი ბაქსი" 123:112 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოედანზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 15-დან 9 სროლა გამოიყენა.

"ლეიკერსის" რიგებიდან ქართველზე შედეგიანი მხოლოდ ლუკა დონჩიჩი გახლდათ. კალიფორნიული გუნდის ლიდერმა 32 წუთში 32 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი და 3 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, ჯეი ჯეი რედიკის გუნდი ზედიზედ მეშვიდე გამარჯვების შემდეგ დასავლეთ კონფერენციაში 11 მოგებითა და 2 მარცხით ლიდერობას ინარჩუნებს. "ლეიკერსი" მორიგ შეხვედრას 16 თებერვალს "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 53 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები