[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „კლიპერსი“ 125:117 დაამარცხა. სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 23 წუთი ითამაშა და 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მეორე ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "კალიფორნიულ დერბიში" "კლიპერსი" 125:117 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა. სანდრომ 2-2 ორქულიანი და 2-დან ერთი სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოსტინ რივზი გახდა, უკანახაზელმა 39 წუთში 28 ქულა, 2 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი დააგროვა.
ლუკა დონჩიჩმა 37 წუთში საკუთარ გუნდს 23 ქულა, 6 მოხსნა და 7 ასისტი შესძინა.
"ლეიკერსი" მორიგ შეხვედრას 26 ოქტომბერს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…