[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
სანდრო მამუკელაშვილმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" შემადგენლობაში "ატლანტა ჰოუქსთან" გამარჯვებისას კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 32 წუთში 23 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ატლანტა ჰოუქსი" 124:114 დაამარცხა. სანდრო მამუკელაშვილმა კი "ყვითლების" რიგებში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 1 დაფარება შეასრულა.
სანდრომ 12-დან 7 ორქულიანი, 8-დან 5 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი გახდა. სლოვენიელმა უკანახაზელმა 39 წუთში 32 ქულა, 8 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა.
"ატლანტადან" 21 ქულით სი ჯეი მაკკოლუმი გამოირჩა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 10 მოგებითა და 2 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. ჯეი ჯეი რედიკის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 12 ნოემბერს "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…