ჩვენი სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული - თორნიკე ჭეიშვილი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე
თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ მტკიცებულებებსა და სამართლებრივ არგუმენტებზეა დაფუძნებული.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სარჩელის განხილვა გრძელდება. დღეს სასამართლო კოლეგიის წინაშე ახსნა-განმარტებით კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები წარდგებიან.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან ფაქტების დამახინჯების მცდელობებისა, სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ მტკიცებულებებს და სამართლებრივ არგუმენტებს ეფუძნება.
"გრძელდება ახსნა-განმარტებების ეტაპი და სავარაუდოა, რომ ჩვენ კვლავაც ვიხილავთ არაერთ დემაგოგიურ განცხადებას, არაერთ მიზანმიმართულ მცდელობას, რომ მოხდეს ფაქტების დამახინჯება. კიდევ ერთხელ ჩვენი სიმართლით წარვდგებით საზოგადოების წინაშე და ბუნებრივია, არავის, ვინც არის დაინტერესებული პირი, არ დარჩება კითხვის ნიშანი იმასთან მიმართებით, რომ ჩვენი სარჩელი არის ერთმნიშვნელოვნად ძალიან მყარ მტკიცებულებებზე, ძალიან მყარ სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული", - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.
გუშინდელ პროცესზე კი სიტყვის უფლებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ისარგებლეს. საუბარი შეეხო სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ჩადენილ მძიმე დანაშაულებს, მათ შორის, აფრასიძეების, როინ შავაძისა და კოდორის სპეცოპერაციის საქმეებს - ოპოზიცია მომხდარის გამართლებას შეეცადა; იყო 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციებისა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მშვიდობიან პროტესტად წარმოჩინების მცდელობაც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„გრძელდება ახსნა-განმარტებების ეტაპი და სავარაუდოა, რომ ჩვენ კვლავაც ვიხილავთ არაერთ დემაგოგიურ განცხადებას, არაერთ მიზანმიმართულ მცდელობას, რომ მოხდეს ფაქტების დამახინჯება. კიდევ ერთხელ ჩვენი სიმართლით წარვდგებით საზოგადოების წინაშე და ბუნებრივია, არავის, ვინც არის დაინტერესებული პირი, არ დარჩება კითხვის ნიშანი იმასთან მიმართებით, რომ ჩვენი სარჩელი არის ერთმნიშვნელოვნად ძალიან მყარ მტკიცებულებებზე, ძალიან მყარ სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…