საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სხდომა დღეს განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის 88 დეპუტატის სარჩელის საფუძველზე 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებს მოისმენენ.

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა დღეს, 11:00 საათიდან განახლდება.
დღეს პროცესი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახსნა-განმარტებები მოისმინეს.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…