ისრაელის ცესკო - დათვლილია ხმების 32.5% : ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკმა 59 მანდატი მოიპოვა, გადი აიზენკოტის ბლოკმა - 46
ისრაელის საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხმების 32.5%-ის დათვლის შედეგად პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ქნესეთში 59 მანდატს იღებს, ხოლო გადი აიზენკოტის ბლოკი — 46-ს. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 77.7% შეადგინა.

ისრაელის საარჩევნო კომისიამ ხმების 32.5%-ის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი 120-ადგილიან ქნესეთში 59 მანდატს მოიპოვებს, მისი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი კი - 46 მანდატს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
წინასწარი შედეგებით, 11 მანდატი ერგო „ერთობლივ სიას“, ძირითადად არაბული პოლიტიკური ძალების გაერთიანებას, რომელიც არცერთ ბლოკს არ მიეკუთვნება და 4 მანდატი პარტია "რაამს".
არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 77.7% შეადგინა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაისრაელის ცესკო - დათვლილია ხმების 25.2%-ი : ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკმა 63 მანდატი მოიპოვა, გადი აიზენკოტის ბლოკმა - 49
ისრაელის ცესკო - დათვლილია ხმების , 41.9% : ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკმა 57 მანდატი მოიპოვა, გადი აიზენკოტის ბლოკმა - 47
ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…