ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს
ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატით ლიდერობს, თუმცა ბიულეტენების 41,9%-ის დათვლის შემდეგ მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 მანდატს ვერ აგროვებს.

ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდს“ და მის მხარდამჭერ პარტიებს, საერთო ჯამში, ყველაზე მეტი ხმა აქვთ, თუმცა არასაკმარისი საპარლამენტო უმრავლესობის და შესაბამისად, მთავრობის ფორმირებისთვის.
ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 28 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკს 57 მანდატი აქვს.
120-წევრიან პარლამენტში, ქნესეთში უმრავლესობის შესაქმნელად სულ მცირე 61 მანდატია საჭირო.
მეორე ადგილზეა გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გადი აიზენკოტის ოპოზიციური ცენტრისტული პარტია „იაშარი“ მხარდამჭერ პარტიებთან ერთად. ამ ბლოკს 47 მანდატი აქვს.
არაბული პარტიების გაერთიანებას 16 მანდატი აქვს.
ეს შედეგები ბიულეტენების 41,9%-ის დათვლას ეფუძნება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაისრაელის ცესკო - დათვლილია ხმების 25.2%-ი : ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკმა 63 მანდატი მოიპოვა, გადი აიზენკოტის ბლოკმა - 49
ისრაელის ცესკო - დათვლილია ხმების 32.5% : ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკმა 59 მანდატი მოიპოვა, გადი აიზენკოტის ბლოკმა - 46
ისრაელის ცესკო - დათვლილია ხმების , 41.9% : ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკმა 57 მანდატი მოიპოვა, გადი აიზენკოტის ბლოკმა - 47
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…