ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ისრაელში ქნესეთის არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე მოწვევის ქნესეთის არჩევნები მიმდინარეობს, სადაც წინასწარი კვლევებით, მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 61 მანდატის მოპოვებას გარანტირებულად ვერც ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველი ბლოკი და ვერც ოპოზიცია ვერ ახერხებს.

ისრაელში ქნესეთის არჩევნები მიმდინარეობს
ისრაელში ქნესეთის არჩევნები მიმდინარეობსრუსთავი 2

ისრაელში 26-ე მოწვევის პარლამენტის - ქნესეთის არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი უბანია გახსნილი, ხმის მიცემის უფლება კი, შვიდ მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს, მათ შორის კენჭისყრისთვის უცხოეთიდან დაბრუნებულ 67 ათასამდე ამომრჩეველს.

მედიის წინასწარი კვლევებით, 120-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 61 მანდატს გარანტირებულად ვერც ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველი ბლოკი და ვერც ოპოზიცია ვერ იღებს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდება, საბოლოო ოფიციალური მონაცემები კი ცნობილი 4 ნოემბერს გახდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები