საპარლამენტო არჩევნები ისრაელში - ქვეყნის მასშტაბით 12 000-ზე მეტი უბანია გახსნილი
ისრაელში ქნესეთის არჩევნები მიმდინარეობს, სადაც წინასწარი კვლევებით, მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 61 მანდატის გარანტირებულად მოპოვებას ვერც ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველი პარტია ახერხებს და ვერც ოპოზიცია.

ისრაელში 26-ე მოწვევის პარლამენტის, ქნესეთის არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით 12 000-ზე მეტი უბანია გახსნილი, ხმის მიცემის უფლება კი 7 000 000-ზე მეტ მოქალაქეს აქვს, მათ შორის კენჭისყრისთვის უცხოეთიდან დაბრუნებულ 67 000-მდე ამომრჩეველს.
მედიის წინასწარი კვლევებით, 120-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 61 მანდატს გარანტირებულად ვერც ნეთანიაჰუს მმართველი პარტია და ვერც ოპოზიცია ვერ მიიღებს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდება.
"ამ კენჭისყრას შევადარებდი პირველ არჩევნებს, რომელიც ქვეყნის შექმნიდან 7-8 თვეში ჩატარდა და ისრაელის დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი. ეს არჩევნები ეხება უსაფრთხოებას, ეკონომიკას, განათლებას, ტრანსპორტს, ხანდაზმულებს და კიდევ ბევრ სხვა საკითხს. თუმცა, მთავარი საკითხი ისრაელის სახელმწიფოს იდენტობაა - როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა არჩევნების მომდევნო დღეს და უახლოეს მომავალში", - აცხადებს ოპოზიციური პარტია "იაშარის" ლიდერი, გადი აიზენკოტი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ბოლო სამ წელიწადში, მათი მმართველობის პირობებში, ისრაელმა უპრეცედენტო შედეგებს მიაღწია.
"ისრაელის სახელმწიფოს ძლიერება ჩვენს ეკონომიკაზეა დამოკიდებული. თვითმფრინავებს, ტანკებს, დრონებს და დაზვერვას ერთი საერთო აქვს - ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ბრძოლის ველზე ბოლო წლებში მოპოვებულ ვერცერთ მასშტაბური გამარჯვებას ძლიერი ეკონომიკის გარეშე ვერ მივაღწევდით. ბოლო სამ წელიწადში, ჩვენი მმართველობის პირობებში, ისრაელმა უპრეცედენტო შედეგებს მიაღწია", - აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ამ კენჭისყრას შევადარებდი პირველ არჩევნებს, რომელიც ქვეყნის შექმნიდან 7-8 თვეში ჩატარდა და ისრაელის დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი. ეს არჩევნები ეხება უსაფრთხოებას, ეკონომიკას, განათლებას, ტრანსპორტს, ხანდაზმულებს და კიდევ ბევრ სხვა საკითხს. თუმცა, მთავარი საკითხი ისრაელის სახელმწიფოს იდენტობაა - როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა არჩევნების მომდევნო დღეს და უახლოეს მომავალში“
„ისრაელის სახელმწიფოს ძლიერება ჩვენს ეკონომიკაზეა დამოკიდებული. თვითმფრინავებს, ტანკებს, დრონებს და დაზვერვას ერთი საერთო აქვს - ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ბრძოლის ველზე ბოლო წლებში მოპოვებულ ვერცერთ მასშტაბური გამარჯვებას ძლიერი ეკონომიკის გარეშე ვერ მივაღწევდით. ბოლო სამ წელიწადში, ჩვენი მმართველობის პირობებში, ისრაელმა უპრეცედენტო შედეგებს მიაღწია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…