არჩილ გორდულაძე: უკრაინაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში აიკრძალა 8 პარტია, ევროპაში ბოლო ათწლეულებში აიკრძალა 150 პარტია. არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოში - უკუსვლა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს!
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ხელისუფლების ვალდებულებაა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები და აგენტურა გასამართლდეს და აიკრძალოს. მისი თქმით, ევროპაში, უკრაინასა და მოლდოვაში პარტიების აკრძალვას დემოკრატიის წინსვლად წარმოაჩენენ, საქართველოში კი იმავე ნაბიჯს უკუსვლად ასაღებენ.

ევროპის მასშტაბით ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150 პარტიაა აკრძალული. ხოლო უკრაინაში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვას მასშტაბით- 8. აქედან ოთხი მემკვიდრე პარტიის საქმიანობა აიკრძალა 2026 წლის ივლისში. აგენტურა „ნაცმოძრაობის“ სახით და მათ უკან მდგომი ძალები ცდილობენ საზოგადოებას შემოასაღონ ტყუილი, რომ უკრაინაში და მოლდოვაში, ასევე ევროპის მასშტაბით არაკონსტიტუციური, არასახელმწიფოებრივი პარტიების აკრძალვა არის დემოკრატიის ზეიმი, ხოლო საქართველოში ანალოგიური პარტიების აკრძალვა წარმოადგენს დემოკრატიულ უკუსვლას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე
გორდულაძის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რაც მისაღებია უკრაინაში და მოლდოვაში, ეს დემოკრატიულ წინსვლად არის წარმოჩენილი, ხოლო საქართველოში ანალოგიური ქმედება, დემოკრატიის უკუსვლის სახით არის შემოსაღებული.
„მაშინ, როდესაც საზოგადოება იმსახურებს, რომ არაკონსტიტუციური პარტიების საქმიანობა იყოს აკრძალული საქართველოში ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიის უფლებაა, რომ საკუთარი თავი დაიცვას და რაც მთავარია, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები და რეალურად აგენტურა, სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბებული, შეფასდეს სამართლებრივად, გასამართლდეს და აიკრძალოს. და კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რაც არის მისაღები ევროპულ ქვეყნებში, რაც მისაღებია უკრაინაში და მოლდოვაში, ეს დემოკრატიულ წინსვლად არის წარმოჩენილი, ხოლო საქართველოში ანალოგიური ქმედება, ანუ არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიის უკუსვლის სახით არის შემოსაღებული.
ზუსტად იმავე ოპერიდან არის, როგორც რუსული კანონი. რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება თურმე შეუძლია საფრანგეთს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების რეკომენდაციას გასცემს ევროკავშირი, ხოლო საქართველოში ამავე კანონის მიღება ძირს უთხრის დემოკრატიას. საზოგადოება კი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ საქართველოში მიღებული კანონმდებლობა და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულად შესაბამისობაშია როგორც ევროპულ სტანდარტებთან, ასევე, რაც მთავარია, გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაარჩილ გორდულაძე: უკრაინაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში 8 პარტია, ევროპაში ბოლო ათწლეულებში 150 პარტია. არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოში - უკუსვლა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს!
არჩილ გორდულაძე: „უკრაინაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში აიკრძალა 8 პარტია, ევროპაში ბოლო ათწლეულებში აიკრძალა 150 პარტია. არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოში – უკუსვლა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს!“
ციტატები სტატიიდან
„მაშინ, როდესაც საზოგადოება იმსახურებს, რომ არაკონსტიტუციური პარტიების საქმიანობა იყოს აკრძალული საქართველოში ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიის უფლებაა, რომ საკუთარი თავი დაიცვას და რაც მთავარია, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები და რეალურად აგენტურა, სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბებული, შეფასდეს სამართლებრივად, გასამართლდეს და აიკრძალოს. და კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რაც არის მისაღები ევროპულ ქვეყნებში, რაც მისაღებია უკრაინაში და მოლდოვაში, ეს დემოკრატიულ წინსვლად არის წარმოჩენილი, ხოლო საქართველოში ანალოგიური ქმედება, ანუ არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიის უკუსვლის სახით არის შემოსაღებული. ზუსტად იმავე ოპერიდან არის, როგორც რუსული კანონი. რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება თურმე შეუძლია საფრანგეთს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების რეკომენდაციას გასცემს ევროკავშირი, ხოლო საქართველოში ამავე კანონის მიღება ძირს უთხრის დემოკრატიას. საზოგადოება კი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ საქართველოში მიღებული კანონმდებლობა და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულად შესაბამისობაშია როგორც ევროპულ სტანდარტებთან, ასევე, რაც მთავარია, გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…