არჩილ გორდულაძე: „ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია“
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება ევროინტეგრაციის მუხლს დაარღვევს, რადგან კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვა ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არ არის.

„ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, რომელიც ბრიფინგით გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც გორდულაძემ განმარტა, კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში, ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია.
„სინამდვილეში, პოლიტიკური პარტიები ევროპის საბჭოს წევრ ბევრ ქვეყანაში არის აკრძალული, მათ შორის, გერმანიაში, ესპანეთში, მოლდოვაში, უკრაინაში და ა.შ. კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში არაფერი უჩვეულო ევროპული წესრიგისთვის არ არის.
მოპასუხემ აღნიშნა, რომ რამდენიმე პარტიის მიმართ ერთდროულად აკრძალვის პროცედურის დაწყება დასაშვებია. აღნიშნული პოზიცია ეწინააღმდეგება წინა სასამართლო სხდომებზე ნაცპარტიების მიერვე გაჟღერებულ პოზიციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ აკრძალვის პროცედურის ერთდროულად წარმოება დაუშვებელია და მისი მაგალითი ევროპულ ქვეყნებში არ ყოფილა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება“
„სინამდვილეში, პოლიტიკური პარტიები ევროპის საბჭოს წევრ ბევრ ქვეყანაში არის აკრძალული, მათ შორის, გერმანიაში, ესპანეთში, მოლდოვაში, უკრაინაში და ა.შ. კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში არაფერი უჩვეულო ევროპული წესრიგისთვის არ არის. მოპასუხემ აღნიშნა, რომ რამდენიმე პარტიის მიმართ ერთდროულად აკრძალვის პროცედურის დაწყება დასაშვებია. აღნიშნული პოზიცია ეწინააღმდეგება წინა სასამართლო სხდომებზე ნაცპარტიების მიერვე გაჟღერებულ პოზიციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ აკრძალვის პროცედურის ერთდროულად წარმოება დაუშვებელია და მისი მაგალითი ევროპულ ქვეყნებში არ ყოფილა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…