პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: პრობლემაა საქართველოს დემოკრატიისთვის, როცა არსებობს ამდენი პარტია, რომლებიც მიზანმიმართულად, ერთობლივად არღვევენ კონსტიტუციას. მთავარია დარღვევის ხარისხი. ის, რომ მხოლოდ ეს ხუთი პარტია არსებობს საქართველოში, მცდარი ინფორმაციაა

საკონსტიტუციო სასამართლო

არჩილ გორდულაძის განცხადებით, დემოკრატიისთვის პრობლემაა, როცა ამდენი პარტია მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას; მისი თქმით, მთავარია დარღვევის ხარისხი და არა რაოდენობა.

არჩილ გორდულაძე: პრობლემაა საქართველოს დემოკრატიისთვის, როცა არსებობს ამდენი პარტია, რომლებიც მიზანმიმართულად, ერთობლივად არღვევენ კონსტიტუციას. მთავარია დარღვევის ხარისხი. ის, რომ მხოლოდ ეს ხუთი პარტია არსებობს საქართველოში, მცდარი ინფორმაციაა
რუსთავი 2

აქ ისეთი წარმოდგენის შექმნის მცდელობა არის, რომ თითქოს მხოლოდ ეს ხუთი პარტია არის საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში და მეტი პარტია უბრალოდ არ არსებობს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პარტიების აკრძალვის შესახებ საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანაში რამდენი პარტია არის აკრძალული და აღნიშნა, რომ ხუთზე მეტი პარტიის აკრძალვის პრეცედენტი უკვე არსებობს.

"ბოლო არჩევნებზე ოთხმა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი. თუმცა, საერთო ჯამში, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18-მა პარტიამ, ხოლო 2025 წელს 12-მა პარტიამ. იმის თქმა, რომ მხოლოდ ეს პარტიები არიან საქართველოში და სხვა მეტი არავინ არსებობს, უბრალოდ არასწორი ინფორმაციაა. რაც შეეხება იმას, რომ ხუთი პარტიის ერთობლივად აკრძალვა არასდროს მომხდარა, სანამ "ბატასუნა და ბატასუნა ესპანეთის წინააღმდეგ" საქმე განიხილებოდა, მანამდეც არასდროს მომხდარა, რომ ერთობლივად სამი პარტია გაუქმებულიყო. საქართველოში მიმდინარეობს სარჩელის განხილვა, სხდომები უკვე მეათე დღეა გრძელდება, ხოლო ესპანეთის შემთხვევაში ეს სამი პარტია ოთხ დღეში აიკრძალა. საერთო ჯამში, ევროპის მასშტაბით დაახლოებით 150-მდე პარტიაა აკრძალული.

თუ ავიღებთ უკრაინის მოცემულობას, გასაგებია, რომ განსხვავებულ მდგომარეობაშია და გვინდა მშვიდობა იყოს, ფაქტია, რომ 22 პარტიაა აკრძალული. ასევე ფაქტია, რომ ისინი სათითაოდ კი არ აიკრძალნენ, ჯერ პრეზიდენტის აქტით აიკრძალა 10-ზე მეტი პარტია რამდენიმე ეტაპად, შემდეგ მიიღეს კანონი ამ პარტიების აკძალვის თაობაზე და ბოლოს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა მათი აკრძალვა. ანუ, ერთობლივად რომ ხუთზე მეტი პარტია იყოს აკრძალული, ამის პრეცედენტები არსებობს. მოლდოვის შემთხვევაშიც, სულ რამდენიმე თვის წინ, 2026 წლის ზაფხულში, 4 პარტია აიკრძალა ერთიანად. მართალია, სწორი შენიშვნა იყო მოპასუხის მხრიდან, რომ ხუთი ოთხზე მეტიაო, მაგრამ ოთხი სამზეც მეტია ესპანეთის შემთხვევაში. აქ რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა.

პირიქით, ეს პრობლემაა საქართველოს დემოკრატიისათვის, როცა არსებობს ამდენი პარტია, რომლებიც მიზანმიმართულად, ერთობლივად და სისტემატურად არღვევენ კონსტიტუციას პრაქტიკაში დღესაც და საფრთხეს ქმნიან, რომ მომავალშიც იმავეს ჩაიდენენ. მთავარი არის არა რაოდენობა, არამედ დარღვევის ხარისხი. ამომრჩეველს კვლავ რჩება შესაძლებლობა სხვა პარტიებს დაუჭიროს მხარი, ისევე როგორც ეს დარჩა ესპანეთის, თურქეთის, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ფაქტებზე, ფაქტი ერთია: 18 პარტია მონაწილეობდა 2024 წელს, ფაქტია, რომ 12 პარტია მონაწილეობდა 2025 წელს, მაგრამ ის, რომ თითქოს მხოლოდ ეს პარტიები არსებობენ საქართველოში, ეს უბრალოდ მცდარი ინფორმაციაა", - განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: „საქართველოში სხდომები უკვე მეათე დღეა გრძელდება, ესპანეთის შემთხვევაში სამი პარტია ოთხ დღეში აიკრძალა. ევროპის მასშტაბით 150-მდე პარტიაა აკრძალული, უკრაინაში-22, ანუ, ერთობლივად რომ ხუთზე მეტი პარტია იყოს აკრძალული, ამის პრეცედენტები უკვე არსებობს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: პარტიები, რომლებიც წესწყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, დაამხონ და ძალადობრივად შეცვალონ, კონსტიტუციის მიხედვით, მათი საქმიანობა დაუშვებლად არის მიჩნეული, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუცია, დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები