ლაშა აბაშიძე: გეგმაში გვაქვს, გავაკეთოთ სრულიად თანამედროვე ტიპის თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური
„საქართველოს რკინიგზამ“ თბილისის ცენტრალური სადგურის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია. კომპანიის გენერალური დირექტორის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, სამუშაოები 10-11 თვეში დასრულდება და სრულად განახლდება ყველა ბაქანი.

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს კომპანიის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე გაეცნო.
მისი განცხადებით, თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური მოძველებული იყო და გარკვეულ სამუშაოებს საჭიროებდა.
„გეგმაში გვაქვს, გავაკეთოთ თანამედროვე სადგური, ვაახლებთ ყველა ბაქანს. ვფიქრობთ რომ 10-11 თვის განმავლობაში სრულად მოვახდენთ სადგურის რეაბილიტაციას. გვექნება გაცილებით თანამედროვე სადგური, რომელიც კომფორტული იქნება მგზავრებისთვის", - აცხადებს ლაშა აბაშიძე.
თბილისი ცენტრალში ბაქნების დემონტაჟი უკვე დაწყებულია. პროექტის მიხედვით, ბაქნების გარდა, შეიცვლება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები, გაკეთდება ახალი ესკალატორები, ასევე სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და დამონტაჟდება საავარიო განათება. თბილისი ცენტრალის განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია.
ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასაქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო
საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო
თამარ იოსელიანი: თბილისი ცენტრალი რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და მისი განახლება უმნიშვნელოვანესია- ჩვენი მიზანია, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა და შევძლოთ, მათ შევთავაზოთ კომფორტული, ხარისხიანი და მგზავრზე ორიენტირებული სერვისები
თამარ იოსელიანი: თბილისი ცენტრალი რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და მისი განახლება უმნიშვნელოვანესია - ჩვენი მიზანია, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა და შევძლოთ, მათ შევთავაზოთ კომფორტული, ხარისხიანი და მგზავრზე ორიენტირებული სერვისები
თამარ იოსელიანი: თბილისი ცენტრალი რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და მისი განახლება უმნიშვნელოვანესია - ჩვენი მიზანია, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა
ციტატები სტატიიდან
„გეგმაში გვაქვს, გავაკეთოთ თანამედროვე სადგური, ვაახლებთ ყველა ბაქანს. ვფიქრობთ რომ 10-11 თვის განმავლობაში სრულად მოვახდენთ სადგურის რეაბილიტაციას. გვექნება გაცილებით თანამედროვე სადგური, რომელიც კომფორტული იქნება მგზავრებისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…