საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო
„საქართველოს რკინიგზამ“ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია. პროექტის ფარგლებში განახლდება ბაქნები, დამონტაჟდება 4 ახალი ესკალატორი, ხოლო სამუშაოების დასრულება 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო.
“პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. უკვე დაწყებულია არსებული ბაქნების დემონტაჟი.
მის ნაცვლად ცენტრალის ტერიტორიაზე ახალი, უფრო მაღალი, თანამედროვე ტიპის ბაქნები მოეწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაქნებს შორის არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის, ასევე თბილისი ცენტრალის შენობიდან ბაქანზე ჩამოსასვლელი კიბის გაუქმებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, საფეხმავლო კიბის ნაცვლად, სადგურზე 4 ახალი ესკალატორი დამონტაჟდება. განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები.
რეაბილიტაციის პროცესში, ბაქანზე სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და საავარიო განათებაც დამონტაჟდება.
თბილისი ცენტრალის სრულად განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია. საქართველოს რკინიგზა თბილისი ცენტრალის სარემონტო სამუშაოების დასრულებას 2027 წლის შემოდგომაზე გეგმავს”, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. უკვე დაწყებულია არსებული ბაქნების დემონტაჟი. მის ნაცვლად ცენტრალის ტერიტორიაზე ახალი, უფრო მაღალი, თანამედროვე ტიპის ბაქნები მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაქნებს შორის არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის, ასევე თბილისი ცენტრალის შენობიდან ბაქანზე ჩამოსასვლელი კიბის გაუქმებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, საფეხმავლო კიბის ნაცვლად, სადგურზე 4 ახალი ესკალატორი დამონტაჟდება. განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები. რეაბილიტაციის პროცესში, ბაქანზე სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და საავარიო განათებაც დამონტაჟდება. თბილისი ცენტრალის სრულად განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია. საქართველოს რკინიგზა თბილისი ცენტრალის სარემონტო სამუშაოების დასრულებას 2027 წლის შემოდგომაზე გეგმავს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…