თამარ იოსელიანი: თბილისი ცენტრალი რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და მისი განახლება უმნიშვნელოვანესია- ჩვენი მიზანია, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა და შევძლოთ, მათ შევთავაზოთ კომფორტული, ხარისხიანი და მგზავრზე ორიენტირებული სერვისები
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანის განცხადებით, „თბილისი ცენტრალის“ 7-მილიონიანი რეაბილიტაცია იწყება, რომლის ფარგლებშიც სამი ბაქანი, ესკალატორები და მოსაცდელები განახლდება. სამუშაოების დასრულება 2027 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლების პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რკინიგზის სადგურების რეაბილიტაციაა.
„ჩვენი მიზანია, განვაახლოთ არამხოლოდ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და მოძრავი შემადგენლობები, არამედ ქვეყნის მასშტაბით განახლდეს სრულად სადგურები და შევძლოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს და მგზავრებს შევთავაზოთ კომფორტული და ხარისხიანი სერვისები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანი აღნიშნავს, რომ თბილისი ცენტრალი რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და შესაბამისად, მისი განახლება უმნიშვნელოვანესია, რადგან სადგური ყოველდღიურად ძალიან ბევრ მგზავრს მასპინძლობს.
„აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი მიზანია - საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა და შევძლოთ, მგზავრებს თუ მოქალაქეებს შევთავაზოთ კომფორტული, ხარისხიანი და შესაბამისად, მგზავრზე ორიენტირებული სერვისები“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
თბილისი ცენტრალის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი, საფეხმავლო კიბის ნაცვლად ოთხი ახალი ესკალატორის დამონტაჟდება. ასევე განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები და სხვა. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია, სამუშაოები 2027 წლის შემოდგომაზე დასრულება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასაქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო
საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო
თამარ იოსელიანი: თბილისი ცენტრალი რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და მისი განახლება უმნიშვნელოვანესია - ჩვენი მიზანია, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა და შევძლოთ, მათ შევთავაზოთ კომფორტული, ხარისხიანი და მგზავრზე ორიენტირებული სერვისები
თამარ იოსელიანი: თბილისი ცენტრალი რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და მისი განახლება უმნიშვნელოვანესია - ჩვენი მიზანია, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა
ლაშა აბაშიძე: გეგმაში გვაქვს, გავაკეთოთ სრულიად თანამედროვე ტიპის თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური
ციტატები სტატიიდან
„ჩვენი მიზანია, განვაახლოთ არამხოლოდ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და მოძრავი შემადგენლობები, არამედ ქვეყნის მასშტაბით განახლდეს სრულად სადგურები და შევძლოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს და მგზავრებს შევთავაზოთ კომფორტული და ხარისხიანი სერვისები“
„აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი მიზანია - საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა და შევძლოთ, მგზავრებს თუ მოქალაქეებს შევთავაზოთ კომფორტული, ხარისხიანი და შესაბამისად, მგზავრზე ორიენტირებული სერვისები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…