საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო
„საქართველოს რკინიგზამ“ „თბილისი ცენტრალის“ 7 მილიონი ლარის ღირებულების რეაბილიტაცია დაიწყო, რაც ბაქნების განახლებასა და ესკალატორების დამონტაჟებას ითვალისწინებს. სამუშაოების დასრულება 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. არსებული ბაქნების დემონტაჟი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დაიწყო.
მის ნაცვლად, ცენტრალის ტერიტორიაზე ახალი, უფრო მაღალი თანამედროვე ტიპის ბაქნები მოეწყობა. რეაბილიტაცია ბაქნებს შორის არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის, ასევე ცენტრალის შენობიდან ბაქანზე ჩამოსასვლელი კიბის გაუქმებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, საფეხმავლო კიბის ნაცვლად, სადგურზე 4 ახალი ესკალატორი დამონტაჟდება. განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები.
რეაბილიტაციის პროცესში, ბაქანზე სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და საავარიო განათებაც დამონტაჟდება.
თბილისი ცენტრალის სრულად განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია. საქართველოს რკინიგზა თბილისი ცენტრალის სარემონტო სამუშაოების დასრულებას 2027 წლის შემოდგომაზე გეგმავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…