ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ იოსელიანი: მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს რკინიგზაში, იმისათვის, რომ განახლდეს სავაგონო პარკი, შევიძინოთ ახალი ელექტროლოკომოტივები, რაც უკვე პროცესშია

საქართველოს რკინიგზა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზაში მომდევნო სამი წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც სავაგონო პარკისა და ელექტროლოკომოტივების განახლებას მოხმარდება.

თამარ იოსელიანი: მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს რკინიგზაში, იმისათვის, რომ განახლდეს სავაგონო პარკი, შევიძინოთ ახალი ელექტროლოკომოტივები, რაც უკვე პროცესშია
თამარ იოსელიანი: მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს რკინიგზაში, იმისათვის, რომ განახლდეს სავაგონო პარკი, შევიძინოთ ახალი ელექტროლოკომოტივები, რაც უკვე პროცესშიაიმედინიუსი

„თითოეულ რკინიგზელს ვულოცავ პროფესიულ დღეს, მათი ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენი რკინიგზა ნამდვილად ეფექტიანად ემსახურება შუა დერეფანს, ჩვენს ქვეყანას, სატრანზიტო პოტენციალს და ასევე ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

თამარ იოსელიანმა საქართველოს რკინიგზაში დაწყბეულ ისტორიული განახლების პროცესზე ისაუბრა, მისი თქმით, ძალიან მასშტაბური რეფორმები სამი მიმართულებით ხორციელდება.

„ეს არის ინფრასტრუქტურა, განახლებული შემადგენლობები, სამგზავრო და სატვირთო მიმართულებები. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, ის ისტორიული გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს რკინიგზაში, იმისათვის, რომ განახლდეს სავაგონო პარკი, შესაბამისად, შევიძინოთ ახალი ელექტროლოკომოტივები, რაც უკვე პროცესშია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანმა ასევე ხაზი გაუსვა ანაკლიასთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას და აღნიშნა, რომ ის ანაკლიას დააკავშირებს, შესაბამისად, სატრანსპორტო ქსელთან. მისი თქმით, ასევე, უმნიშვნელოვანესია იმ პროცესების ოპტიმიზაცია, რომელიც საქართველოს რკინიგზაში უკვე 1 წელია მიმდინარეობს.

„ახალმა მენეჯმენტმა შესაბამისი ღონისძიებები გაატარა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2026 წლის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, წმინდა მოგება, ფაქტიურად, გაორმაგდა და საოპერაციო მარჟა 11 პუნქტით გაიზარდა. აღნიშნულმა ცვლილებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ საქართველოს რკინიგზაში რკინიგზელების, იმ ადამიანების ხელფასი გავზარდოთ 2027 წლის 1 იანვრიდან, რომლებიც უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მუშაობენ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თითოეულ რკინიგზელს ვულოცავ პროფესიულ დღეს, მათი ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენი რკინიგზა ნამდვილად ეფექტიანად ემსახურება შუა დერეფანს, ჩვენს ქვეყანას, სატრანზიტო პოტენციალს და ასევე ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი“
თამარ იოსელიანი
„ეს არის ინფრასტრუქტურა, განახლებული შემადგენლობები, სამგზავრო და სატვირთო მიმართულებები. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, ის ისტორიული გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს რკინიგზაში, იმისათვის, რომ განახლდეს სავაგონო პარკი, შესაბამისად, შევიძინოთ ახალი ელექტროლოკომოტივები, რაც უკვე პროცესშია“
„ახალმა მენეჯმენტმა შესაბამისი ღონისძიებები გაატარა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2026 წლის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, წმინდა მოგება, ფაქტიურად, გაორმაგდა და საოპერაციო მარჟა 11 პუნქტით გაიზარდა. აღნიშნულმა ცვლილებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ საქართველოს რკინიგზაში რკინიგზელების, იმ ადამიანების ხელფასი გავზარდოთ 2027 წლის 1 იანვრიდან, რომლებიც უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მუშაობენ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციონირების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში მოხდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელება - მარიამ ქვრივიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები