პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გრიგოლ გეგელია - გვექნება საშუალება, რომ „ქართული ოცნების“ რეალური სახე ვაჩვენოთ ადამიანებს - ჩვენ ვნახეთ მკაფიოდ, რომ ისინი არიან რუსები

ქართული ოცნებალელოსაკონსტიტუციო სასამართლო

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში კითხვა-პასუხის სესიას გამოიყენებენ, რათა „ქართული ოცნების“ რეალური სახე აჩვენონ, და ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები „არიან რუსები“.

გრიგოლ გეგელია - გვექნება საშუალება, რომ „ქართული ოცნების“ რეალური სახე ვაჩვენოთ ადამიანებს - ჩვენ ვნახეთ მკაფიოდ, რომ ისინი არიან რუსები
ინტერპრესნიუსი

გამოვიყენებთ კითხვა-პასუხის სესიას იმისთვის, რომ არა მარტო ბრალდების ირგვლივ, არამედ „ქართული ოცნების“ არსებითი ბოროტების ირგვლივ, რაც შეიძლება მეტი ნათელი მოვფინოთ სურათს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გუშინ დასმულმა კითხვებმა ცხადყო, რომ ისინი არიან რუსები“.

„დღეს გრძელდება კითხვა-პასუხის სესია. ჯერ კიდევ „ქართული ოცნება“, მოსარჩელე მხარე, აგრძელებს კითხვების დასმას, შემდეგ უკვე ჩვენ დავიწყებთ კითხვების დასმას და გვექნება საშუალება, რომ „ქართული ოცნების“ რეალური სახე ვაჩვენოთ ადამიანებს, ვისაც შეიძლება ჯერ კიდევ არ დაუნახავთ ეს რეალური სახე. იმ უმცირესობას, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ ეს არის რუსების რეჟიმი და მეტი არაფერი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ კითხვა-პასუხის სესიას იმისთვის, რომ არა მარტო ამ ბრალდების ირგვლივ, არამედ „ქართული ოცნების“ არსებითი ბოროტების ირგვლივ, რაც შეიძლება მეტი ნათელი მოვფინოთ სურათს.

ჩვენ გუშინ ვნახეთ მკაფიოდ, რომ ისინი არიან რუსები. ისინი ვერც კი მალავენ საკუთარ მოტივაციას და ამის გამოხატულებაა თუნდაც ის მავნებლური კითხვები, რაც მათ დასვეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გრიგოლ გეგელია - ვხედავთ, რომ „ქოცებს“ არანაირი არგუმენტი და სამხილი არ გააჩნიათ - მათ ძალიან მძიმე და მწვავე კითხვებზე პასუხი მოუწევთ, როდესაც სასამართლოს ამ ფაზას მივადგებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები