ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანა წითლიძე – საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა გაგრძელდება

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძის მტკიცებით, პარტიების აკრძალვის სარჩელი რუსეთის დავალებაა, საკონსტიტუციო სასამართლო კი ბიძინა ივანიშვილის მითითებას შეასრულებს. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ენმ-ის ბრძოლა მაინც გაგრძელდება.

ანა წითლიძე – საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა გაგრძელდება
ანა წითლიძე – საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა გაგრძელდებაპირველი არხი

ჩვენ დღეს არ წარმოვადგენთ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, ეს სარჩელი არის არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ, ეს არის რუსეთის სარჩელი საქართველოს სუვერენიტეტისა და საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ოპოზიცია იცავს საქართველოს სუვერენიტეტს „ქართული ოცნებისგან“, რეალურად კი „რუსული ოცნებისგან“.

„არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს მოლოდინი რომ გვქონოდა, მათ თავიდანვე არაკონსტიტუციურად უნდა მიეჩნიათ ეს სარჩელი. რეჟიმის მიერ წარდგენილ სარჩელს არაფერ აქვს საერთო სამართლებრივ პროცესებთან. საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება რომ ნდომოდა, საერთოდ არ უნდა მიეღო წარმოებაში ეს სარჩელი. მოლოდინი არ გვაქვს, რომ განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მიიღებენ იმას, რასაც დაავალებს ბიძინა ივანიშვილი. წინასწარ იციან, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ, იმას რასაც დაავალებს კრემლი. ქვეყნისთვის რეალობა იქნება მძიმე. საკონსტიტუციო სასამართლომ და მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს კი არ კრძალავენ. აქ კი არ იქნება საუბარი გაუარესებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე, საკონსტიტუციოს სასამართლოს დღეს უწევს ამ პროცესით მიიღოს, მაგალითად 2008 წლის ომთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. თუ მანამდე „ქართული ოცნების“ განცხადებები იყო, რომ ომს აბრალებდნენ საქართველოს და ეს იყო მხოლოდ განცხადებები, დღეს ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ავალებს, ქვეყნის უმაღლესმა ორგანომ კონსტიტუციური საფუძვლები შეუქმნას საქართველოში რუსეთის აგრესიას“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, სარჩელი მთლიანად აგებულია 2008 წლის ომზე, სარჩელში ასახულია ყველა ის მოთხოვნა, რაც რუსეთს აქვს საქართველოსთან მიმართებაში.

„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ჩვენი მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვანახოთ ის საფრთხე, რაც ქვეყანას ემუქრება პოლიტიკური პარტიების აკრძალვით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა გაგრძელდება, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას იწყებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს მოლოდინი რომ გვქონოდა, მათ თავიდანვე არაკონსტიტუციურად უნდა მიეჩნიათ ეს სარჩელი. რეჟიმის მიერ წარდგენილ სარჩელს არაფერ აქვს საერთო სამართლებრივ პროცესებთან. საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება რომ ნდომოდა, საერთოდ არ უნდა მიეღო წარმოებაში ეს სარჩელი. მოლოდინი არ გვაქვს, რომ განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მიიღებენ იმას, რასაც დაავალებს ბიძინა ივანიშვილი. წინასწარ იციან, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ, იმას რასაც დაავალებს კრემლი. ქვეყნისთვის რეალობა იქნება მძიმე. საკონსტიტუციო სასამართლომ და მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს კი არ კრძალავენ. აქ კი არ იქნება საუბარი გაუარესებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე, საკონსტიტუციოს სასამართლოს დღეს უწევს ამ პროცესით მიიღოს, მაგალითად 2008 წლის ომთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. თუ მანამდე „ქართული ოცნების“ განცხადებები იყო, რომ ომს აბრალებდნენ საქართველოს და ეს იყო მხოლოდ განცხადებები, დღეს ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ავალებს, ქვეყნის უმაღლესმა ორგანომ კონსტიტუციური საფუძვლები შეუქმნას საქართველოში რუსეთის აგრესიას“
ანა წითლიძე
„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ჩვენი მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვანახოთ ის საფრთხე, რაც ქვეყანას ემუქრება პოლიტიკური პარტიების აკრძალვით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა გაგრძელდება, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ“
ანა წითლიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
უშუალოდ ჩავერთვებით თუ არა ამ პროცესში, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ - ანა წითლიძე პარტიების აკრძალვის პროცესზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები