პარლამენტმა ცვლილებები, რომლითაც სემეკს წყალსა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე დიფერენცირებული ტარიფების დადგენა შეეძლება, დაჩქარებული წესით მიიღო
პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სემეკს წყლისა და ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე დიფერენცირებული ტარიფების დადგენის უფლებამოსილება ენიჭება. ცვლილებები მესამე მოსმენით 75 მომხრე და 5 მოწინააღმდეგე ხმით დამტკიცდა.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს.
მიღებული კანონის თანახმად, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.
ცვლილებები კენჭისყრით 75 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი, მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…