ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია: “მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს”

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი აუცილებლად გაიმარჯვებს. მან ოპოზიციას ძალადობრივი სისტემის შექმნაში, ტერიტორიების დაკარგვასა და ევროინტეგრაციის საბოტაჟში დასდო ბრალი.

ირაკლი კირცხალია: “მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს”
ირაკლი კირცხალია: “მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს”POSTV

„ეს დღეებია, საზოგადოება თვალყურს ადევნებს უმნიშვნელოვანეს პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც განიხილება სარჩელი რადიკალური ოპოზიციის, იგივე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ამ ფონზე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ყველა დანაყოფი უნიათო პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს მათთვის გაუგებარია, რა დანაშაულების გამო ვითხოვთ მათ გასამართლებას. ასევე, ეს აგენტურა გვეუბნება, რომ ვერ გაიგეს, რომელი დანაშაული რომელ დანაყოფს მიემართება.

დღეს, პარლამენტის ტრიბუნიდან მინდა კიდევ ერთხელ, გარკვევით შევახსენო მათ თავიანთი დანაშაულების მცირე ნაწილი:

ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა!

ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ გააუქმეთ არჩევნები, მიიტაცეთ სახელმწიფო და, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, დღეს ჩვენი ქვეყანა ან იარსებებდა, ან – არა…

ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ მოღალატეობრივი ნაბიჯებით დაკარგეთ საქართველოს ტერიტორიები და შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე ხელი მოაწერეთ დოკუმენტს, სადაც ომის გამჩაღებლად საქართველოა ჩაწერილი.

უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ 9 წელი რუსული საქმე აკეთეთ და, ტერიტორიების ჩაბარების შემდეგ, ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები ოკუპანტი ქვეყნის ბიზნესმენებს გადაულოცეთ.

ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია დააკანონეთ.

უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ადამიანები ქუჩაში მოკალით, დამიზნებით და სამაგალითოდ, შიშის დასათესად.

უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ხელისუფლებიდან გაძევების შემდეგ, 13 წელია, არ აღიარებთ არცერთი არჩევნების შედეგს და მუდმივად ეწევით ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ საბოტაჟს.

უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ამ დროის მანძილზე გქონდათ რევოლუციის და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მინიმუმ 6 მცდელობა! არ აღიარებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ფეხქვეშ თელავთ კონსტიტუციურ წესრიგსა და პრინციპებს.

უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ არათუ დანაშაულებრივ კავშირსა და კოალიციაში ხართ ერთმანეთთან, არამედ ხართ ერთი პოლიტიკური ორგანიზმი და ძირს უთხრით საქართველოს სტაბილურობასა და სუვერენიტეტს.

უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ ემსახურებით არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოელ პატრონებს, მოქმედებთ მათი დავალებების შესაბამისად და საქართველოს ინტერესები თქვენთვის არათუ მეორე ან მესამეხარისხოვანია, არამედ ეროვნული ინტერესი – ეს ცნება – თქვენთვის, უბრალოდ, არ არსებობს.

უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟს ახდენთ, დადიხართ ბრიუსელის დერეფნებში და პატრონებს ცალ ფეხზე მდგომი მონური სულისკვეთებით ევედრებით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაცია დაპაუზდეს, შემდეგ კი, ამ ყველაფერს პოლიტიკურ დისკურსში იყენებთ.

გაგრძელება უსასრულოდ შემიძლია, მაგრამ აქ შევჩერდები. მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!“ – განაცხადა კირცხალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კირცხალია: მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს
  2. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კირცხალია: მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს დღეებია, საზოგადოება თვალყურს ადევნებს უმნიშვნელოვანეს პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც განიხილება სარჩელი რადიკალური ოპოზიციის, იგივე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები