დაუკვირდით თქვენს განცხადებას! - რევაზ ნადარაიამ ანი წითლიძეს ნუგზარ ფუტკარაძის ხსენების შემდეგ სიტყვა გააწყვეტინა
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე რევაზ ნადარიამ „ენმ“-ის ლიდერ ანი წითლიძეს სიტყვა მას შემდეგ შეაწყვეტინა, რაც მან ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრ ნუგზარ ფუტკარაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ ის მოკლეს.

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში - საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარიამ ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერის, ანი წითლძეს სიტყვა მას შემდეგ შეაწყვეტინა, რაც მან ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალის საქმეზე ისაუბრა.
"დაუკვირდით თქვენს განცხადებას! როგორ შეილძება ამტკიცოთ, რომ კაცი მოკლეს?" - უთხრა რევაზ ნადარიამ ანი წითლიძეს
ანი წითლიძე: "ოცნების" ზეწოლის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს და ეს მტკიცებულებები გამოქვეყნებულია. შემდეგ ნუგზარ ფუტკარაძეს გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ამ ადამიანს სთავაზობდნენ 100 000 დოლარს, რომ ეღალატა "ნაციონალური მოძრაობისთვის" და "ქართული ოცნების" მხარეს გადასულიყო. როცა ჩვენ მთავარ ბრალდებად კოალიციურ ერთობას გვასაღებენ, რა გააკეთეს სენაკში, როცა აქ ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს?!
მოსამართლე რევაზ ნადარიაია: რას ნიშნავს ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს? როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი. დაუფიქრდით თქვენს განცხადებას! ძალიან მძიმე ბრალდებაა. როგორ შეიძლება ასე ილაპარაკოთ სასამართლოს ტრიბუნიდან? როგორ შეიძლება ამტკიცოთ, რომ კაცი მოკლეს?
ანი წითლიძე: მთელი საგამოძიებო კომისიის სარჩელი აგებულია ამაზე, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სისტემური დანაშაულებებით მოკლა ადამიანები
მოსამართლე რევაზ ნადარაია: ქალბატონო ანა ნუ გადადგაქვთ სხვაგან...
ციტატები სტატიიდან
„დაუკვირდით თქვენს განცხადებას! როგორ შეილძება ამტკიცოთ, რომ კაცი მოკლეს?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…