პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე858 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეანი წითლიძე მოსამართლე როინიშვილს: "თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?"858 ჩანაწერი · 13 მედია

მოსამართლე ანა წითლიძეს: შეფასებებში თავისუფალი ხართ, ოღონდ სხვაგან. ჩვენ ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო სხდომის დარბაზში და ვიყოთ ძალიან კორექტულები. ეს არ არის ის ადგილი, სადაც არაკორექტული საუბრის ფორმას ექნება ადგილი

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის განხილვაზე მოსამართლე რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძეს კორექტულობისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც წითლიძემ სასამართლოს „კლანი“ უწოდა და მოსამართლეთა აცილების საკითხი დააყენა.

მოსამართლე ანა წითლიძეს: შეფასებებში თავისუფალი ხართ, ოღონდ სხვაგან. ჩვენ ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო სხდომის დარბაზში და ვიყოთ ძალიან კორექტულები. ეს არ არის ის ადგილი, სადაც არაკორექტული საუბრის ფორმას ექნება ადგილი
იმედინიუსი

ჩვენ ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო სხდომის დარბაზში და ვიყოთ ძალიან კორექტულები. ეს არ არის ის ადგილი, სადაც არაკორექტული საუბრის ფორმას ექნება ადგილი, - ასე მიმართა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი განიხილება. წითლიძემ სასამართლოს შემადგენლობას კლანი უწოდა.

„თქვენ თქვენი შეფასებები გააკეთეთ სხვაგან. აქ არის სასამართლო სხდომის დარბაზი, სადაც მოქმედებს თავისი წესები, რეგლამენტი და კანონი. შეფასებებში თავისუფალი ხართ, ოღონდ სხვაგან.

მესმის, რომ დარბაზში ბევრი პოლიტიკოსი ბრძანდებით. სასამართლო არ არის ის ადგილი, ამ ლექსიკითა და ასეთი ფორმით ისაუბროთ. თუ მოსამართლეთა მიმართ გაქვთ აცილება, ეს თქვენი უფლებაა, თუ რაიმე არ მოგწონთ მოსამართლეთა მიმართ სამართლებრივ ჭრილში, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ თუ მხარე ამას მუდმივად გააგრძელებს, მივიღებ შესაბამის ზომებს. ისაუბრეთ იმ ლექსიკით, რაც შეეფერება სასამართლოს და განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა მოსამართლემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი განიხილება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ მოსამართლეების აცილების საკითხი დააყენა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიენმ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს
  2. იმედინიუსისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი განიხილება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ მოსამართლეების აცილების საკითხი დააყენა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"კლანი და ასეთი ტერმინები[...], ამას სასამართლო არ მიიღებს" - მოსამართლე ნადარაია ანა წითლიძეს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ ნადარაია წითლიძეს: როგორ შეიძლება ასეთი საუბარი, რას ნიშნავს ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს. დაუფიქრდით საკუთარ განცხადებებს, ძალიან მძიმე განცხადებაა, ძალიან მძიმე ბრალდება, როგორ შეიძლება ასე ილაპარაკოთ სასამართლოს ტრიბუნიდანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები