ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნათია თურნავამ ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველ რენატ ბექტუროვთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველ რენატ ბექტუროვს შეხვდა, სადაც მხარეებმა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ურთიერთწვდომისა და ორ ქვეყანას შორის საფინანსო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ნათია თურნავამ ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველ რენატ ბექტუროვთან შეხვედრა გამართა
ნათია თურნავამ ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველ რენატ ბექტუროვთან შეხვედრა გამართარუსთავი 2

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) მმართველ რენატ ბექტუროვთან და ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა (AIFC) და ასტანის საფინანსო მომსახურების ორგანოს (AFSA) დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. ყაზახური მხარე საქართველოში "თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავების, კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების გაძლიერების საკითხები განიხილეს.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების დინამიკაზე, კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკის, ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა და ასტანის საფინანსო მომსახურების ორგანოს (AFSA) თანამშრომლობას, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ურთიერთწვდომის ხელშეწყობის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და AFSA-ს შორის თანამშრომლობა წლებია გრძელდება. მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ზედამხედველობის მიმართულებით თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას, ხოლო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ურთიერთწვდომის ახალი ჩარჩო მიზნად ისახავს საქართველოსა და ასტანის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს შორის ფინანსური მომსახურებისა და საბაზრო თანამშრომლობის განვითარებას.

შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თალგატ ადუოვი.

ყაზახურ დელეგაციასთან შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე. ასევე, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი დავით აბესაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობონათია თურნავამ ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველ რენატ ბექტუროვთან შეხვედრა გამართა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გენადი არველაძე ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის გუბერნატორს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები