ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გენადი არველაძე ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის გუბერნატორს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტროსაქართველოს ეროვნული ბანკი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ასტანის ფინანსური ცენტრის გუბერნატორ რენატ ბექტუროვს შეხვდა, სადაც მხარეებმა კაპიტალის ბაზრის რეფორმები, საინვესტიციო ფონდები და ფინტექის განვითარების სტრატეგია განიხილეს.

გენადი არველაძე ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის გუბერნატორს შეხვდა
გენადი არველაძე ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის გუბერნატორს შეხვდარუსთავი 2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) გუბერნატორს რენატ ბექტუროვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო - ყაზახეთის თანამშრომლობა საფინანსო სექტორში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე ფინანსური ტექნოლოგიებისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმებზე, შესაბამისი მარეგულირებელი ბაზის შემუშავებასა და ქვეყნებს შორის ფინანსურ სექტორში რეფორმების კოორდინირებაზე.

აღინიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გასაძლიერებლად. ხაზი გაესვა ასევე კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებას და აღინიშნა, რომ 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებულმა მთლიანმა აქტივებმა 546 მლნ ლარს მიაღწია.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს ის მიღწევები, რაც საქართველოს აქვს კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და ფინანსური სექტორის სხვა მიმართულებების განვითარების კუთხით. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს ფინანსური სექტორის პროგრესს საგადახდო სისტემებისა და ფინტექის განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ დაგეგმილია საქართველოში ფინტექის განვითარების სტრატეგიის მიღება, რომლითაც შეიქმნება ერთიანი ჩარჩო საქართველოში ფინტექ ეკოსისტემის შემდგომი ზრდის მხარდასაჭერად და რომელიც ითვალისწინებს რეგიონის ციფრული კავშირების გაძლიერებას, მათ შორის, საგადახდო სისტემების კუთხით.

ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) გუბერნატორი რენატ ბექტუროვი საქართველოში თბილისის ფინანსურ სამიტში მონაწილეობის მისაღებადაა ჩამოსული, რომელსაც 27 – 28 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სინგაპურის გლობალურ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ქსელთან (GFTN) ერთობლივად ატარებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) გუბერნატორს რენატ ბექტუროვს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) გუბერნატორს რენატ ბექტუროვს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები