ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურში Enterprise Singapore-ის მმართველ დირექტორ ჯონ ტეოს შეხვდა, სადაც სააგენტოებს შორის თანამშრომლობა და ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მნიშვნელობა განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს (Enterprise Singapore) მმართველი დირექტორის მოადგილეს, ჯონ ტეოს შეხვდა.
სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Enterprise Singapore-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისა და ადგილობრივ ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით ქვეყანაში ოთხი გლობალური აქსელერატორის - Plug and Play-ს, Startupbootcamp-ის, 500 Global-ისა და Founder Institute-ის წარმატებულ საქმიანობაზე. ხაზი გაესვა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიმართულებით.
ქართულმა მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მნიშვნელობაზე და მის როლზე რეგიონში სტარტაპების განვითარებისა და ინოვაციური იდეების ბიზნესად გარდაქმნის ხელშეწყობის პროცესში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარების და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
სინგაპურულ კომპანიებთან ძალიან დიდი თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს, როგორც ინვესტიციების, ასევე ტექნოლოგიების გაცვლის მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…