შალვა პაპუაშვილი: 2024 წლის 26 ოქტომბერი დარჩება ბრიუსელის სირცხვილად. არჩევნების წინ ბრიუსელი ამბობდა, რომ არჩევნების შეფასებისას მისთვის განმსაზღვრელი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. ბრიუსელმა ქართველი ხალხი მოატყუა და გადააგდო. იმიტომ, რომ აიღო ეს ეუთო/ოდირის დასკვნა და იმის მაგივრად, რომ დაჰყრდნობოდა, მოისროლა სანაგვეში
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს ქართველი ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ევროპული ქვეყნები 2024 წლის არჩევნებში ჩაერივნენ და ხელისუფლების შეცვლას ცდილობდნენ, ეუთო/ოდირის დასკვნა კი სანაგვეში მოისროლეს.

2024 წლის 26 ოქტომბერი დარჩება ბრიუსელის სირცხვილად. არჩევნების წინ ბრიუსელი ამბობდა, რომ არჩევნების შეფასებისას მისთვის განმსაზღვრელი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. ბრიუსელმა ქართველი ხალხი მოატყუა და გადააგდო. იმიტომ, რომ აიღო ეს ეუთო/ოდირის დასკვნა და იმის მაგივრად, რომ დაჰყრდნობოდა, მოისროლა სანაგვეში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციასთან აფილირებული ტელეკომპანიის წარმომადგენლის კითხვაზე, რომელიც ბრიუსელის მხრიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და აღიარებას შეეხებოდა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელმა ქართველი ხალხი მოატყუა.
„არ ვიცი, თქვენ შეიძლება სამეგობრო წრეში რაიმეს არ აღიარებთ, მაგრამ მგონი ხედავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს, რომელიც 2 წელია არათუ მართავს ამ ქვეყანას, იმდენად წარმატებულად მართავს, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპებით ვართ ყველაზე წინ, ვიდრე ნებისმიერი ევროკავშირის წევრი თუ კანდიდატი ქვეყანა. ჩვენი მაჩვენებლებით, რომელიც შეეხება უმუშევრობის კლებას, სიღარიბის კლებას, ხელფასების ზრდას, სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების რიცხვის შემცირებას, ამ მაჩვენებლებით წარმატებულია საქართველო, ისე, როგორც არ ყოფილა მისი მთლიანი ბოლო 30- წლიანი ისტორიის განმავლობაში. ეს არის ლეგიტიმაციის მთავარი საკითხი. ჩვენ ვასრულებთ იმ დავალებას, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა მოგვცა.
2024 წლის არჩევნები გასახსენებელი თარიღია, რადგან ეს არის თარიღი, როდესაც ჩვენ ვიხილეთ კულმინაცია საქართველოს შიდა საქმეებსა და საქართველოს არჩევნებში ჩარევის. ვნახეთ მასშტაბური კულმინაცია, როდესაც აღმოჩნდა, რომ არათუ რუსეთი ერეოდა ჩვენს არჩევნებში, როგორც ცდილობდა ამის მტკიცებას სალომე ზურაბიშვილი, არამედ აღმოჩნდა, რომ ევროპული ქვეყნები ჩაერივნენ ჩვენს არჩევნებში და ცდილობდნენ საქართველოში არჩევნების ჩაშლას. ამიტომ 26 ოქტომბერი დარჩება ზოგიერთი ევროპული ქვეყნის და ბრიუსელის სირცხვილად, როდესაც მათ საბჭოთა კავშირის მეთოდებით იმოქმედეს და შეეცადნენ სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევას და ხელისუფლების შეცვლას და საკუთარი მარიონეტების მოყვანას. 2024 წლის 26 ოქტომბერი ყოველ წელს უნდა გავიხსენოთ, როგორც სირცხვილი ევროკავშირის და ბრიუსელის, როგორც სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევის. ამიტომ ეს არ უნდა დავივიწყოთ და ყოველთვის გავიხსენოთ, რომ მტერი და მოყვარე პირობითი საკითხია, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს. იმიტომ, რომ ისე შეიძლება მოყვარემ გვერდზე გაწიოს შენი ინტერესები და თავის ინტერესებს იმდენად ანაცვალოს, რომ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანიც მოგაყენოს. აი, ეს გაკვეთილი მივიღეთ ჩვენ 2024 წელს.
2024 წლის არჩევნები არის მაგალითი, როდესაც შეეცადნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშის გაყალბებას. ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც ეუთოს დელეგაციასაც შეუძლია დაადასტუროს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც სადამკვირვებლო მისიები ემზადებოდნენ საკუთარი ანგარიშების წარმოსადგენად, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებისგან იყო პირდაპირი წნეხი ეუთო/ოდირის მისიაზე იმისთვის, რომ მათთვის სასურველი დასკვნა შეედგინა ეუთო/ოდირს. ეს იყო ჩარევა არჩევნებში და დასკვნის გაყალბების მცდელობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ თავის დროზე ეს სისხლის სამართლის გამოძიების საგანი უნდა გამხდარიყო.
მისი თქმით, არჩევნებამდე ბრიუსელი ამბობდა, რომ ის დაეყრდნობოდა ეუთო/ოდირის დასკვნას.
„2024 წლის არჩევნების წინ ევროკავშირი და ბრიუსელი ამბობდნენ, რომ არჩევნების შეფასებისას მისთვის განმსაზღვრელი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. ეუთო/ოდირმა დადო თავისი დასკვნა, მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა მკაფიოდ, რომ არჩევნები შედგა, საქართველოს ჰყავს პარლამენტი, ხელისუფლება და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გააგრძელოს ქვეყნის მართვა იმ სულისკვეთებითა და იმ ვალდებულებებით, რომელიც აქვს. ბრიუსელმა ქართველი ხალხი მოატყუა და გადააგდო. იმიტომ, რომ აიღო ეს ეუთო/ოდირის დასკვნა და იმის მაგივრად, რომ დაჰყრდნობოდა, მოისროლა სანაგვეში. ასე რომ, ეს არის დღე, როდესაც ევროკავშირმა მოატყუა ქართველი ხალხი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელი იმედოვნებდა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის გაყალბებით შეძლებდა საქართველოში ხელისუფლების შეცვლას.
„ეს არ გამოუვიდათ. დასკვნა იყო, რომელმაც თქვა, რომ არჩევნები შედგა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ დასკვნის გაყალბების მცდელობის ფიასკოს შემდეგ ევროკავშირი შეეცადა საქართველოში ე.წ. მაიდნის მოწყობას, რაც ასევე არ გამოუვიდა.
ციტატები სტატიიდან
„2024 წლის არჩევნების წინ ევროკავშირი და ბრიუსელი ამბობდნენ, რომ არჩევნების შეფასებისას მისთვის განმსაზღვრელი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. ეუთო/ოდირმა დადო თავისი დასკვნა, მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა მკაფიოდ, რომ არჩევნები შედგა, საქართველოს ჰყავს პარლამენტი, ხელისუფლება და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გააგრძელოს ქვეყნის მართვა იმ სულისკვეთებითა და იმ ვალდებულებებით, რომელიც აქვს. ბრიუსელმა ქართველი ხალხი მოატყუა და გადააგდო. იმიტომ, რომ აიღო ეს ეუთო/ოდირის დასკვნა და იმის მაგივრად, რომ დაჰყრდნობოდა, მოისროლა სანაგვეში. ასე რომ, ეს არის დღე, როდესაც ევროკავშირმა მოატყუა ქართველი ხალხი“
„ეს არ გამოუვიდათ. დასკვნა იყო, რომელმაც თქვა, რომ არჩევნები შედგა“
„არ ვიცი, თქვენ შეიძლება სამეგობრო წრეში რაიმეს არ აღიარებთ, მაგრამ მგონი ხედავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს, რომელიც 2 წელია არათუ მართავს ამ ქვეყანას, იმდენად წარმატებულად მართავს, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპებით ვართ ყველაზე წინ, ვიდრე ნებისმიერი ევროკავშირის წევრი თუ კანდიდატი ქვეყანა. ჩვენი მაჩვენებლებით, რომელიც შეეხება უმუშევრობის კლებას, სიღარიბის კლებას, ხელფასების ზრდას, სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების რიცხვის შემცირებას, ამ მაჩვენებლებით წარმატებულია საქართველო, ისე, როგორც არ ყოფილა მისი მთლიანი ბოლო 30- წლიანი ისტორიის განმავლობაში. ეს არის ლეგიტიმაციის მთავარი საკითხი. ჩვენ ვასრულებთ იმ დავალებას, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა მოგვცა. 2024 წლის არჩევნები გასახსენებელი თარიღია, რადგან ეს არის თარიღი, როდესაც ჩვენ ვიხილეთ კულმინაცია საქართველოს შიდა საქმეებსა და საქართველოს არჩევნებში ჩარევის. ვნახეთ მასშტაბური კულმინაცია, როდესაც აღმოჩნდა, რომ არათუ რუსეთი ერეოდა ჩვენს არჩევნებში, როგორც ცდილობდა ამის მტკიცებას სალომე ზურაბიშვილი, არამედ აღმოჩნდა, რომ ევროპული ქვეყნები ჩაერივნენ ჩვენს არჩევნებში და ცდილობდნენ საქართველოში არჩევნების ჩაშლას. ამიტომ 26 ოქტომბერი დარჩება ზოგიერთი ევროპული ქვეყნის და ბრიუსელის სირცხვილად, როდესაც მათ საბჭოთა კავშირის მეთოდებით იმოქმედეს და შეეცადნენ სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევას და ხელისუფლების შეცვლას და საკუთარი მარიონეტების მოყვანას. 2024 წლის 26 ოქტომბერი ყოველ წელს უნდა გავიხსენოთ, როგორც სირცხვილი ევროკავშირის და ბრიუსელის, როგორც სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევის. ამიტომ ეს არ უნდა დავივიწყოთ და ყოველთვის გავიხსენოთ, რომ მტერი და მოყვარე პირობითი საკითხია, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს. იმიტომ, რომ ისე შეიძლება მოყვარემ გვერდზე გაწიოს შენი ინტერესები და თავის ინტერესებს იმდენად ანაცვალოს, რომ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანიც მოგაყენოს. აი, ეს გაკვეთილი მივიღეთ ჩვენ 2024 წელს. 2024 წლის არჩევნები არის მაგალითი, როდესაც შეეცადნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშის გაყალბებას. ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც ეუთოს დელეგაციასაც შეუძლია დაადასტუროს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც სადამკვირვებლო მისიები ემზადებოდნენ საკუთარი ანგარიშების წარმოსადგენად, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებისგან იყო პირდაპირი წნეხი ეუთო/ოდირის მისიაზე იმისთვის, რომ მათთვის სასურველი დასკვნა შეედგინა ეუთო/ოდირს. ეს იყო ჩარევა არჩევნებში და დასკვნის გაყალბების მცდელობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…