შალვა პაპუაშვილი: “ევროკავშირი, რომელიც თავს წარმოადგენს მშვიდობის პროექტად და დემოკრატიის მცველად, კანდიდატ ქვეყანაში ჩაერია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, დამარცხდა ამ არჩევნებში და, რასაც ვუყურებთ ეს ორი წელი, არის მარცხის გამო ვენდეტა ქართველი ხალხის მიმართ”
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირი 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ჩაერია, დამარცხდა და ახლა ქართველ ხალხზე შურს იძიებს.

„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას ამბობს, მთავარია, ჩვენ რა ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ 2024 წლის არჩევნებში ჩაერივნენ, ჩაერია ევროკავშირი და მისი ელჩი. ეს არის ფაქტი. ევროკავშირი, რომელიც თავს წარმოადგენს მშვიდობის პროექტად და დემოკრატიის მცველად, კანდიდატ ქვეყანაში ჩაერია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, დამარცხდა ამ არჩევნებში და, რასაც ვუყურებთ ეს ორი წელი, არის მარცხის გამო ვენდეტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამას ვუყურებთ ყველაფერში”, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
“4 ოქტომბრის დამხობის მხარდაჭერა ევროკომისიის პრესსპიკერის მიერ, სწორედ, ამის მიზეზი იყო. მოძალადეების მხარდაჭერა ევროკავშირის ელჩის მხრიდან და ის, რომ დღემდე არ გმობს ამ ძალადობას, სწორედ ამის გამო ხდება – რომ ევროკავშირი დღეს შურს იძიებს საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ. 2024 წლის არჩევნებზე რეფერენდუმი გამოგვიცხადეს და ამ რეფერენდუმში დამარცხდა ბრიუსელი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…