ბიორნ ულვეუსის შემოწირულობა „Keep Ukraine warm“-ის საქველმოქმედო კამპანიისთვის არ საჯაროვდება
ულვეუსი საჯაროდ უჭერს მხარს უკრაინას 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან. თავის ბოლო წვლილზე საუბრისას, მან აღფრთოვანება გამოთქვა უკრაინელების მიმართ, რომლებიც რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობას უწევენ.

ბიორნ ულვეუსმა, ლეგენდარული შვედური ჯგუფ ABBA-ს წევრმა, შემოწირულობა გაიღო სახსრების შეგროვების კამპანიისთვის „Keep Ukraine Warm“. ზუსტი თანხა არ სახელდება.
შვედური ბიზნეს გაზეთის, Dagens industri-სა და Beredskapslyftet-ის მიერ ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში, უკრაინის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, სკოლებისა და ბავშვთა საავადმყოფოებისთვის გენერატორების უზრუნველსაყოფად თანხები იკრიბება.
რადგან რუსეთი აგრძელებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას, გენერატორები აუცილებელია ამ ობიექტების მუშაობის შესანარჩუნებლად და ზამთარში ბავშვების დასაცავად.
ულვეუსი საჯაროდ უჭერს მხარს უკრაინას 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან. თავის ბოლო წვლილზე საუბრისას, მან აღფრთოვანება გამოთქვა უკრაინელების მიმართ, რომლებიც რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობას უწევენ.
მადლობა ბიორნს და ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას ამ ზამთარში სითბოს შენარჩუნებაში! - წერს საიტი ukraine.ua
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…