ერთი თვის განმავლობაში, მთელი ოპოზიციური სპექტრი აორგანიზებდა აქციებს, მაგრამ 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს წესიერად - ირაკლი ჭეიშვილი
დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, ერთთვიანი ორგანიზების მიუხედავად, ოპოზიციამ აქციაზე 500 ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლო და ეს მათი სახედაკარგულობის შედეგია.
თითქმის 2-კვირიანი ანონსისა და ორგანიზების მიუხედავად, ოპოზიციის აქცია მაინც მცირერიცხოვანი იყო, რასაც ოპოზიციის ლიდერები თავადაც ვერ უარყოფენ. პარტიების აკრძალვის სარჩელზე საპროტესტო მსვლელობა თბილისში გუშინ გაიმართა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, რაც აქციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ ეს არის სახედაკარგული ურეიტინგო ოპოზიციის "მონაპოვარი".
"მაშინ, როდესაც ერთი თვის განმავლობაში მთელი ოპოზიციური სპექტრი აორგანიზებდა აღნიშნულ აქციებს, ყველამ ვნახეთ, ნახა საზოგადოებამ ადამიანების რაოდენობა, 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს წესიერად და, ამის ფონზე, თავს იმართლებენ იმით, თითქოს არ იყო ხალხის მასა აუცილებელი. ჩვენ აბსოლუტურად საპირისპიროს ვხედავდით მთელი ამ საორგანიზაციო პროცესის პერიოდში - უნდა ყოფილიყვნენ ბევრნი და უნდა დაენახებინათ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის ძალა. ზოგადად, ეს არის სახედაკარგული ურეიტინგო ოპოზიციის "მონაპოვარი", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…