ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ჭეიშვილი – ოპოზიციამ 500 ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლო, თავს იმართლებენ, თითქოს ხალხის მასა არ იყო აუცილებელი, არადა, მათი მიზანი იყო, „ქართული ოცნებისთვის“ ძალა ეჩვენებინათ

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ ერთთვიანი ორგანიზების შემდეგ აქციაზე 500 ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მათი მიზანი „ქართული ოცნებისთვის“ ძალის ჩვენება იყო.

ირაკლი ჭეიშვილი – ოპოზიციამ 500 ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლო, თავს იმართლებენ, თითქოს ხალხის მასა არ იყო აუცილებელი, არადა, მათი მიზანი იყო, „ქართული ოცნებისთვის“ ძალა ეჩვენებინათ
ირაკლი ჭეიშვილი – ოპოზიციამ 500 ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლო, თავს იმართლებენ, თითქოს ხალხის მასა არ იყო აუცილებელი, არადა, მათი მიზანი იყო, „ქართული ოცნებისთვის“ ძალა ეჩვენებინათპირველი არხი

მთელი ოპოზიციური სპექტრი გუშინდელ აქციას ერთი თვის განმავლობაში აორგანიზებდა და 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია თავს იმართლებს, თითქოს ხალხის მასა არ იყო აუცილებელი.

„არადა, საპირისპიროს ვხედავდით, მათი მიზანი იყო, ბევრნი ყოფილიყვნენ და „ქართული ოცნებისთვის“ ძალა ეჩვენებინათ. ეს არის სახედაკარგული და ურეიტინგო ოპოზიციის მონაპოვარი. რასაც თესავენ, რა პოლიტიკასაც ატარებენ, იმის შედეგია, რაც ვნახეთ. ქართული ოპოზიცია, რადიკალები პოლიტიკური ველიდან წასული არიან, პულსიც არ ესინჯებათ, ხავსს არიან მოჭიდებულები. ხალხნო, მთელი საზოგადოების მობილიზებას აკეთებდნენ და ვინ გამოიყვანეს, ილნახეთ? მათ რეიტინგი არ აქვთ, ხალხი პატივს არ სცემს და აქციაზე პარტიული აქტივი ჰყავდათ გამოყვანილი. რაც შეეხება სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“, არა მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის პრობლემა არიან, არამედ ქვეყნის და ჩვენი პოლიტიკური სპექტრის. ვიდრე ეს ადამიანები გაერთიანებული ოპოზიციის სათავეში იქნებიან, მანამდე რეგრესისკენ იქნება მიმართული მათი ყველა ქმედება“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოერთი თვის განმავლობაში, მთელი ოპოზიციური სპექტრი აორგანიზებდა აქციებს, მაგრამ 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს წესიერად - ირაკლი ჭეიშვილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არადა, საპირისპიროს ვხედავდით, მათი მიზანი იყო, ბევრნი ყოფილიყვნენ და „ქართული ოცნებისთვის“ ძალა ეჩვენებინათ. ეს არის სახედაკარგული და ურეიტინგო ოპოზიციის მონაპოვარი. რასაც თესავენ, რა პოლიტიკასაც ატარებენ, იმის შედეგია, რაც ვნახეთ. ქართული ოპოზიცია, რადიკალები პოლიტიკური ველიდან წასული არიან, პულსიც არ ესინჯებათ, ხავსს არიან მოჭიდებულები. ხალხნო, მთელი საზოგადოების მობილიზებას აკეთებდნენ და ვინ გამოიყვანეს, ილნახეთ? მათ რეიტინგი არ აქვთ, ხალხი პატივს არ სცემს და აქციაზე პარტიული აქტივი ჰყავდათ გამოყვანილი. რაც შეეხება სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“, არა მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის პრობლემა არიან, არამედ ქვეყნის და ჩვენი პოლიტიკური სპექტრის. ვიდრე ეს ადამიანები გაერთიანებული ოპოზიციის სათავეში იქნებიან, მანამდე რეგრესისკენ იქნება მიმართული მათი ყველა ქმედება“
ირაკლი ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"სანამ ეს პარტია არ აიკრძალება და იქნება პოლიტიკურ ველზე, მანამდე იქნება დაპირისპირება მუდმივად ოპოზიციაში" - ირაკლი ჭეიშვილი "ნაცმოძრაობის" შესახებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები