გურამ მაჭარაშვილი: ბატონი მაკრონი და მერცი ამბობენ, რომ თურმე არც საფრანგეთი და არც გერმანია ძალადობის ადგილი არ ყოფილა. უკაცრავად, მაგრამ საქართველოში რატომ არის ძალადობის ადგილი, როდესაც იგივე ჰერჩინსკი დღემდე ახალისებს იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ
დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დასავლელ პარტნიორებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მაშინ, როცა საფრანგეთსა და გერმანიაში დემონსტრანტებს არბევენ, ჰერჩინსკი საქართველოში პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელებს ახალისებს.

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საფრანგეთში მიმდინარე აქციებს „ქრონიკასთან“ აფასებს.
როგორც ის აღნიშნავს, საფრანგეთში მიმდინარე აქციები ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია.
„ბატონი მაკრონი და მერცი ამბობენ, რომ თურმე არც საფრანგეთი და არც გერმანია ძალადობის ადგილი არ ყოფილა. უკაცრავად, მაგრამ საქართველოში რატომ არის ძალადობის ადგილი, როდესაც იგივე ჰერჩინსკი დღემდე ახალისებს იმ ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს და დღემდე ითხოვს იმ ადამიანების გამოშვებას, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ პოლიციელებს ესროდნენ. რატომღაც დუმს იმასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში ასეთ ადამიანებს პოლიცია არბევს. ეს არის ზუსტად ის არასწორი, ანტიევროპული დამოკიდებულება, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ბატონი მაკრონი და მერცი ამბობენ, რომ თურმე არც საფრანგეთი და არც გერმანია ძალადობის ადგილი არ ყოფილა. უკაცრავად, მაგრამ საქართველოში რატომ არის ძალადობის ადგილი, როდესაც იგივე ჰერჩინსკი დღემდე ახალისებს იმ ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს და დღემდე ითხოვს იმ ადამიანების გამოშვებას, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ პოლიციელებს ესროდნენ. რატომღაც დუმს იმასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში ასეთ ადამიანებს პოლიცია არბევს. ეს არის ზუსტად ის არასწორი, ანტიევროპული დამოკიდებულება, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…