News.ge - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ დაიწყო (ფოტოები)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ დაიწყო. მელიქიშვილის გამზირზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო ჯგუფები შეიკრიბნენ. ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი ახალ ეტაპზე გადადის, რომლის მთავარი ლოზუნგია „გაძლებიდან გაძლიერებამდე!“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ დაიწყო.
მელიქიშვილის გამზირზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო ჯგუფები შეიკრიბნენ. ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი ახალ ეტაპზე გადადის, რომლის მთავარი ლოზუნგია „გაძლებიდან გაძლიერებამდე!“
აქციის მონაწილეები ხელისუფლების პოლიტიკასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივას აპროტესტებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საპროტესტო კამპანია ორი მიმართულებით გაგრძელდება - ქუჩის აქციებითა და სასამართლოში სამართლებრივი დავებით. აქციის მთავარი გზავნილია - „საქართველო ივანიშვილის გარეშე!“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველი„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართება
- BM.GE„საქართველო ივანიშვილის გარეშე“- ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს თსუ-სთან აქციას გამართავს
- ალია„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – თბილისში დღეს აქცია გაიმართება
- TV პირველი„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-თან საპროტესტო აქცია იმართება
- ალია„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – თსუ-თან საპროტესტო აქცია იმართება
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…