პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

საქართველოს მთავრობა

თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო სლოგანით „საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“, რომლის მონაწილეებიც თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. აქცია ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებს და ახალ არჩევნებს ითხოვს.

„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ინტერპრესნიუსი

„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად დედაქალაქის 3 ცენტრალურ ლოკაციაზე შეიკრიბნენ - თსუ-სთან, ორბელიანის მოედანზე და მეტროსადგურ „ავლაბართან“, საიდანაც ამ წუთებში თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

თავისუფლების მოედანი არის ის ადგილი, სადაც მსვლელობა დასრულდება. იგეგმება საპროტესტო აქციის გამართვა და სიტყვით გამოსვლები.

დღევანდელი აქცია ეძღვნება 2 წლის გასვლას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებიდან, 2028 წლის ბოლომდე დააპაუზოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა, რაც ამ დრომდე გრძელდება.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისში დღეს საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართება
  2. TV პირველიოპოზიციურიუწყვეტი წინააღმდეგობის ორი წელი - თბილისში დღეს საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართება
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან
  4. BM.GEოპოზიციური"საქართველო ევროპაა" - თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"საქართველო ევროპაა" - 28 ნოემბრისთვის თბილისში დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობების სამი მარშრუტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები