„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-თან საპროტესტო აქცია იმართება
თსუ-ის პირველ კორპუსთან ოპოზიციისა და სამოქალაქო ჯგუფების საპროტესტო აქცია დაიწყო; დემონსტრანტები ხელისუფლების პოლიტიკასა და ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვას აპროტესტებენ და ქუჩის აქციებთან ერთად სამართლებრივ დავებს აანონსებენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ დაიწყო.
მელიქიშვილის გამზირზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო ჯგუფები შეიკრიბნენ. ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი ახალ ეტაპზე გადადის, რომლის მთავარი ლოზუნგია „გაძლებიდან გაძლიერებამდე!“
აქციის მონაწილეები ხელისუფლების პოლიტიკასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივას აპროტესტებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საპროტესტო კამპანია ორი მიმართულებით გაგრძელდება - ქუჩის აქციებითა და სასამართლოში სამართლებრივი დავებით.
აქციის მთავარი გზავნილია - „საქართველო ივანიშვილის გარეშე!“
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან.
ყველაფერს აქვს არსებობის უფლება, ყველაფერი სწორია, ნამდვილად ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს, ნამდვილად ჩვენ მივდივართ ევროპაში, მაგრამ არაფერი გვექნება, ვიდრე ივანიშვილი არის საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებელი. ახლა არ არის დრო, რომ ვთქვათ, რომ "ვუძლებთ", ახლა არის დრო ვთქვათ, რომ "ვძლიერდებით", ერთ თავს მოგვჭრიან, ათი ამოვა. ბევრნი უნდა ვიყოთ, ყოველდღიურად უფრო მეტი. ვიწყებთ დღეს და კულმინაცია აუცილებლად გვჭირდება, მნიშვნელოვანია, რომ 28 -ში ძალიან ბევრნი ვიყოთ, რომ ქარმა ვერ მოახერხოს ცეცხლის ჩაქრობა, - ამბობს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნია გვარამია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველი„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართება
- BM.GE„საქართველო ივანიშვილის გარეშე“- ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს თსუ-სთან აქციას გამართავს
- ალია„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – თბილისში დღეს აქცია გაიმართება
- ალია„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – თსუ-თან საპროტესტო აქცია იმართება
- NEWS.GENews.ge - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ დაიწყო (ფოტოები)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…