„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმართება
თბილისში ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ სლოგანით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“. ორგანიზატორების განცხადებით, ეს შეკრება საფუძველს უყრის კამპანიას, რომელიც 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დაგვირგვინდება.

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში საპროტესტო მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ.
ორგანიზატორთა და პოლიტიკოსთა განცხადებით, დღევანდელი აქცია ეხმაურება „ქვეყანაში არსებულ ვითარებას დემოკრატიის მოშლას“.
დღევანდელი აქციის მთავარი სლოგანია „საქართველო ივანიშვილის გარეშე, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს".
ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი შეკრება საფუძველს ჩაუყრის ფართომასშტაბიან საპროტესტო კამპანიას, რომელიც 28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური დემონსტრაციით დაგვირგვინდება.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს ორი წელი გადის, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…