„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – თბილისში დღეს აქცია გაიმართება
თბილისში, თსუ-ის პირველ კორპუსთან 19:00 საათზე საპროტესტო აქცია „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ გაიმართება, რითაც ოპოზიცია უწყვეტ კამპანიას იწყებს. ორგანიზატორთა განცხადებით, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციები 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დაგვირგვინდება.

თბილისში დღეს, 25 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ გაიმართება. შეკრება 19:00 საათზეა დაანონსებული.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციით უწყვეტი საპროტესტო კამპანია იწყება, რომლის მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მიღწევაა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დემონსტრაციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეები ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციისა და ავტორიტარიზმის საფრთხეებზე საუბრობენ.
“საქართველო ბიძინას გარეშე” – ეს არის მთავარი სლოგანი და ის, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს, ეს არის ჩვენი სათქმელი და გვინდა, რომ ამის ირგვლივ გაერთიანდეს საზოაგდოება, პოლიტიკური ჯგუფები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ ეს არის საერთო ბრძოლა, სხვა შინაარსი ვერ ექნება ამ ბრძოლას, იმიტომ, რომ პოლიტიკას აუქმებენ, პოლიტიკურ პროცესს აუქმებენ. ამ ეტაპზე მივედიტ ფსკერთან, ფსკერზე ვართ უკვე და როგორმე ახლა ან ხელი უნდა დავარტყათ, ან ფეხი და უნდა წავიდეტ აუცილებლად ზევით, – ამბობს აქციის ორგანიზატორი.
ცნობილია ასევე, რომ დაანონსებული აქციები საბოლოოდ, 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დაგვირგვინდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…