ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გუანჯოუ ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს - ღონისძიებას საქართველოდან მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან

ინფრასტრუქტურის სამინისტრომუნიციპალური განვითარების ფონდი

ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის საერთაშორისო გამოფენას (Canton Fair) საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები ესწრებიან, სადაც B2B შეხვედრებს მართავენ და წარმოების უახლეს ტექნოლოგიებს ეცნობიან.

ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის 140-ე საერთაშორისო გამოფენას გუანჯოუ მასპინძლობს. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები უკვე გაეცნენ სექტორის ინოვაციებსა და წარმოების უახლეს ტექნოლოგიებს. გაიმართა B2B ფორმატის შეხვედრები წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან.

Canton Fair ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები და წარმომადგენლები მონაწილეობენ. გამოფენის მეორე ფაზაზე წარმოდგენილია თანამედროვე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკა, ავეჯი, ენერგოეფექტური საინჟინრო გადაწყვეტები, კერამიკული ნაწარმი და გარე სივრცეების მოწყობისა და გამწვანებისთვის საჭირო ინვენტარი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ქალაქ გუანჯოუში საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები