ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ბოლო ვადა დღეს, 18 სექტემბერს, 18:00 საათზე იწურება. პროგრამების არჩევის გარეშე აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი აბიტურიენტებს მოუწოდებს, არჩევისას გაითვალისწინონ გამოცდების შედეგები, თავისუფალი ადგილები და ქალაქი.

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურებაალია

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ დღეს, 18 სექტემბერს, 18:00 საათზე საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ბოლო ვადაა.

მათ ამ დრომდე შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამების არჩევის გარეშე აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვის პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს.

“მნიშვნელოვანია, პროგრამების არჩევამდე აბიტურიენტმა გაითვალისწინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობა და მიმდინარე კონკურსი ასევე ყურადღება მიაქციოს ქალაქს, სადაც საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. წარმატებას ვუსურვებთ მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობის უფლების მქონე აბიტურიენტებს,”- აცხადებს თამარ მემანიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მნიშვნელოვანია, პროგრამების არჩევამდე აბიტურიენტმა გაითვალისწინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობა და მიმდინარე კონკურსი ასევე ყურადღება მიაქციოს ქალაქს, სადაც საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. წარმატებას ვუსურვებთ მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობის უფლების მქონე აბიტურიენტებს,“
თამარ მემანიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
2026 წლის აბიტურიენტებს თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა კვლავ ექნებათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები