ე.წ. მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს, 18 სექტემბერს, 18:00 საათზე იწურება. პროგრამების არჩევის გარეშე აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ცენტრის დირექტორის, თამარ მემანიშვილის განცხადებით, აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ გამოცდების შედეგები, თავისუფალი ადგილების რაოდენობა, კონკურსი და პროგრამის განხორციელების ქალაქი.

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ დღეს, 18 სექტემბერს, 18:00 საათზე საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ბოლო ვადაა.
მათ ამ დრომდე შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამების არჩევის გარეშე აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვის პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს.
"მნიშვნელოვანია, პროგრამების არჩევამდე აბიტურიენტმა გაითვალისწინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობა და მიმდინარე კონკურსი ასევე ყურადღება მიაქციოს ქალაქს, სადაც საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. წარმატებას ვუსურვებთ მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობის უფლების მქონე აბიტურიენტებს,"- აცხადებს თამარ მემანიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიე.წ. მეორადი ჩარიცხვების მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს იწურება, პროგრამების არჩევის გარეშე აბიტურიენტი პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს
- იმედინიუსიე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება
- ალიაე.წ. მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.