საზოგადოება · 18 ნოემბერი, 18:03
შსს - ყიფშიძის ქუჩაზე ერთი პირია მოკლული - სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში
შსს-ს ინფორმაციით, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე ერთი პირი მოკლეს, სავარაუდო ბრალდებული კი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე ერთი პირია მოკლული. მათივე ცნობით, მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა.
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, გარდაცვლილია ერთი პირი. მკვლელობა გახსნილია ცხელ კვალზე. სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები",- აცხადებენ შსს-ში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…