ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველი აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს, 18 სექტემბერს, 18:00 საათზე იწურება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 18 სექტემბერს, 18:00 საათზე ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება. მათ ამ დრომდე შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამების არჩევის გარეშე აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვის პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
აბიტურიენტი პროგრამების ასარჩევად უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online.naec.ge, აირჩიოს ბანერი - „ერთიანი ეროვნული გამოცდები - მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.
მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიე.წ. მეორადი ჩარიცხვების მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს იწურება, პროგრამების არჩევის გარეშე აბიტურიენტი პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს
- რუსთავი 2ე.წ. მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება
- ალიაე.წ. მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.