ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ე.წ. მეორადი ჩარიცხვები კიდევ ერთხელ გამოაცხადა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ე.წ. მეორადი ჩარიცხვები კიდევ ერთხელ გამოაცხადა. 5-9 ოქტომბერს აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფალი ადგილების მქონე პროგრამებიდან სასურველი აირჩიონ.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ე.წ. მეორადი ჩარიცხვები კიდევ ერთხელ გამოაცხადა
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ე.წ. მეორადი ჩარიცხვები კიდევ ერთხელ გამოაცხადატაბულა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ე.წ. მეორადი ჩარიცხვები კიდევ ერთხელ გამოაცხადა. 5-9 ოქტომბერს აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველი აირჩიონ.

"ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე კვლავ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.

მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი" - წერს NAEC.

ე.წ. მეორადი ჩარიცხვა კობახიძის განათლების რეფორმის პირველ წელს, გამონაკლისის სახით დაუშვეს.

ე.წ მეორადი ჩარიცხვების შედეგად ბაკალავრიატის სტუდენტი 818 აბიტურიენტი გახდა

შედეგები გამოქვეყნდა - ბაკალავრიატის სტუდენტი 29 481 აბიტურიენტი გახდა

3 744 აბიტურიენტმა ზღვარი ვერ გადალახა, 1 795-მა გადალახა, თუმცა ვერ ჩაირიცხა - NAEC

მიქანაძე: აბიტურიენტებს, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, მეორადი ჩარიცხვის საშუალებას მივცემთ

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.