ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"კურიერი" საფრანგეთში - რა ხდება დიდ ქალაქებში, სადაც მასშტაბური დემონსტრაციები იმართება

საქართველოს პროკურატურა

საფრანგეთში მასშტაბური აქციებისას შეტაკებები და მასობრივი დაკავებები გრძელდება — ქუჩებში მობილიზებულია 70 000 ძალოვანი, ხოლო გასულ კვირას მომხდარი არეულობისთვის 2700-ზე მეტი პირი დააკავეს. დემონსტრანტები ფასების ზრდას აპროტესტებენ და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვენ.

მოსწავლეებს, სტუდენტებს, პროფკავშირების და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქუჩებში დღეს პოლიციის, ჟანდარმერიის და სპეცრაზმის დანაყოფები დახვდნენ. ქალაქებში 70 000 ძალოვანია განლაგებული, მობილიზებულია სპეცტექნიკა და წყლის ჭავლის მანქანები, ვითარების კონტროლისთვის სამართალდამცველები ვერტმფრენებსა და დრონებს იყენებენ.

საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში შეტაკებებია - დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს: წყლის ჭავლს, ხელკეტებსა და ხმოვან-მანათობელ ყუმბარებს იყენებენ. მიმდინარეობს დაკავებების სერიაც. ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ბრალდებით, დღეს ასზე მეტი პირი აიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

დღეს კიდევ ერთხელ დაირღვა ის აკრძალვები, რაც საფრანგეთის ხელისუფლებამ დაადგინა. ძალადობისა და ვანდალიზმის თავიდან აცილების მიზნით, შეიზღუდა ასობით დემონსტრაცია, მსხვილ ქალაქებში კი კომენდანტის საათი მოქმედებს. მიღებული ზომების დარღვევა ექვს თვემდე პატიმრობას და ჯარიმას ითვალისწინებს.

"კურიერმა" პარიზში ექსკლუზიურად ჩაწერა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. "ყვითელჟილეტიანების" წარმომადგენელი მიმდინარე ძალადობაში ემანუელ მაკრონს ადანაშაულებს.

ასი ათასობით დემონსტრანტი განათლების სისტემის რეფორმასთან ერთად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასაც ითხოვს; პროტესტის ძირითად მიზეზად ფასების ზრდა და სოციალური უსამართლობა სახელდება. მოთხოვნებს შორისაა აქციებზე დაკავებული ათასობით მოქალაქის გათავისუფლება და პრეზიდენტ მაკრონის გადადგომა.

მთელი საფრანგეთის მასშტაბით გასულ კვირას მომხდარი არეულობის გამო 2700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სამართლებრივი პროცესი დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ძალადობის ფაქტებზე უკვე განაჩენებიც გამოიტანეს. პროკურატურა საქმეებს დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულებად განიხილავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"კურიერი" პარიზში - რა ვითარებაა საფრანგეთში და გრძელდება თუ არა ქვეყნის ქალაქებში არეულობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები